იბნ ისჰაკი
იერსახე
იბნ ისჰაკი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ ისჰაკი (დ. 704, მედინა — გ. 767/768, ბაღდადი) — არაბი ისტორიკოსი. მაჰმადის ერთ-ერთი ადრინდელი ბიოგრაფიის ავტორი. ცნობილია ამ თხზულების იბნ ჰიშამისეული რედაქცია „ალაჰის მოციქულის ცხოვრების წიგნის“ სახელწოდებით. მიუხედავად ლეგენდებისა და გამონაგონი პოეტური ციტატების სიმრავლისა, წიგნი ადრინდელი ისლამის ისტორიის ძვირფასი წყაროა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 72.