იაპაკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იაპაკანი
Yapacaní
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დეპარტამენტი სანტა-კრუსი
პროვინცია იჩილო
კოორდინატები 17°24′10″ ს. გ. 63°53′06″ დ. გ. / 17.40278° ს. გ. 63.88500° დ. გ. / -17.40278; -63.88500
დაარსდა 23 აგვისტო, 1953 წ.
ცენტრის სიმაღლე 295
მოსახლეობა 21 622 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+4
იაპაკანი — ბოლივია
იაპაკანი

იაპაკანი — ქალაქი ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტში. მდებარეობს მდინარე იაპაკანის დასავლეთ სანაპიროზე, ზღვის დონიდან 295 მეტრზე, დეპარტამენტის დედაქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერადან 100 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ქალაქი დაარსდა 1953 წლის 23 აგვისტოს.[1]

2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 21 622 ადამიანს.

იაპაკანის მიმდებარე ტერიტორიები მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია. ძირითადი კულტურაა ბრინჯი.

ქალაქი სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაში მდებარეობს. 2010 წლის 23 იანვარს, აქ დაფიქსირდა 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bolivia Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-10. ციტირების თარიღი: 2011-03-24.