იან ბერზინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან ბერზინი
მეტსახელი „სტარიკი“
ეროვნება ლატვიის დროშა ლატვია
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი 1889
დაბადების ადგილი კლიგენე, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 ივლისი 1938
გარდაცვალების ადგილი დახვრეტით დასჯის პოლიგონი „კომუნარი ქალი“, მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სამხედრო სამსახურის წლები 1920—1937
წოდება მე-2 რანგის არმიის კომისარი
მეთაურობდა Main Intelligence Directorate (Soviet Union)
ბრძოლები/ომები ესპანეთის სამოქალაქო ომი
ჯილდოები ლენინის ორდენი
2 წითელი დროშის ორდენი
წითელი ვარსკვლავის ორდენი

იან კარლის ძე ბერზინი (ბერზინში, ლატვ. Jānis Bērziņš; ნამდვილი სახელი და გვარი პეტერის კარლის ძე კიუზისი (ლატვ. Pēteris Ķuzis); პარტიული მეტსახელი — „სტარიკ“ (ქართ. ბებერი, მოხუცი); დ. 13 ნოემბერი, 1889, ხუტორი კლიგენე, იაუნპილის თემი, რიგის მაზრა, ლიფლანდიის გუბერნია, რუსეთის იმპერია, — გ. 29 ივლისი, 1938, დახვრეტით დასჯის პოლიგონი „კომუნარი ქალი“, მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი შემქმნელი და ხელმძღვანელი, მე-2 რანგის არმიის კომისარი (1937). წაეყენა ბრალი „ტროცკისტულ ანტისაბჭოთა ტერორისტულ საქმიანობაში“ და დახვრეტილ იქნა 1938 წლის 29 ივლისს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ლატვიელი მოჯამაგირის ოჯახში. 1905 წელს გახდა რუსეთის სდმპ წევრი. 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. 1907 წელს პოლიციელის მკვლელობისათვის მიესაჯა კატორღა 8 წლით, მაგრამ არასრულწლოვანების გამო სასჯელი შეუმცირდა 2 წლამდე. 1911 წელს კვლავ დაპატიმრეს რევოლუციური მოღვაწეობისათვის და გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში, საიდანაც გაიქცა 1914 წელს ყალბი დოკუმენტებით იან კარლის ძე ბერზინის სახელზე.

პირველი მსოფლიო ომის დროს გაიწვიეს არმიაში, მაგრამ ის დეზერტირი გახდა. მუშაობდა პეტროგრადის ქარხნებში ზეინკლად. იყო თებერვლის რევოლუციის აქტიური მონაწილე. 1917 წლის ზაფხულში რედაქტორობდა ლატვიურ გაზეთს „პროლეტარიატა ცინია“.

1917 წლის ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების დროს იყო ვიბორგის რაიონის პარტიული კომიტეტისა და პეტროგრადის კომიტეტის წევრი. 1917 წლის დეკემბრიდან მუშაობდა რსფსრ სსკ-ში (ВЧК). 1919 წლის იანვარ-მაისში იყო საბჭოთა ლატვიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარის მოადგილე. 1920 წლის დეკემბერში სამუშაოდ გადაყვანილი იქნა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის (რუს. აბრევიატურა РККА) სადაზვერვო სამმართველოში. 1924 წლის მარტიდან 1935 წლის აპრილამდე იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის შტაბის მე-4-ე (სადაზვერვო) სამმართველოს უფროსი, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის სისტემის ფაქტობრივი შემქმნელი.

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში „რეზიდენტების თათბირის“ ჩავარდნის შემდეგ 1935 წლის თებერვალში (ერთდროულად იქნა შეპყრობილი დაზვერვის ცენტრალური აპარატის ოთხი პასუხისმგებელი მუშაკი) დაწერა პატაკი თანამდებობიდან განთავისუფლების თხოვნით. ამ ჩავარდნას ასახელებენ როგორც ყველაზე დიდ წარუმატებლობას საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორიაში.
1935 წლის აპრილიდან 1936 წლის ივნისამდე იყო შორეული აღმოსავლეთის საგანგებო წითელდროშოვანი არმიის (შასწა) სარდალის მოადგილე (ირიცხებოდა შასწა-ს სარდალის მოადგილედ სადაზვერვო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნამდე). 1936-1937 წლებში იყო რესპუბლიკური ესპანეთის არმიის მთავარი სამხედრო მრჩეველი გენერალ დონიცეტის სახელით (საქმეები გადააბარა დივიზიის მეთაურ გრიგორი შტერნს).[1]

1937 წლის მაისის ბოლოს დაბრუნდა სსრკ-ში და კვლავ დაიკავა სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პოსტი. ცაკ-მა და სახკომსაბჭომ დაამტკიცეს იგი მე-2-ე რანგის არმიის კომისარის წოდებით. 1937 წლის 1 აგვისტოს მოხსნილი იქნა სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პოსტიდან სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარის განკარგულებაში გადაცემით. 1937 წლის 27 ნოემბერს დააპატიმრეს „ტროცკისტული ანტისაბჭოთა ტერორისტული საქმიანობის“ ბრალდებით. დახვრეტილ იქნა 1938 წლის 29 ივლისს პოლიგონზე „კომუნარი ქალი“. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ 1956 წლის 28 ივლისს.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის 2 ორდენითა (19.., 20.02. 1928); და წითელი ვარსკვლავის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არსებობს ვერსია, რომელიც არ არის დადასტურებული ფაქტებით: ბერზინსა და მადრიდში შინსაქსახკომის (რუს. აბრევიატურა - НКВД) რეზიდენტ ა.მ. ორლოვს შორის შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია. ბერზინი თვლიდა, რომ შინსაქსახკომის რეპრესიები ანარქისტების, გაერთიანებული მარქსისტული მუშათა პარტიისა და სხვა მემარცხენე დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომელთათვისაც მიუღებელი იყო სტალინიზმი, ზიანს აყენებენ საერთო მტერთან ბრძოლის საქმეს. ამის შედეგად ბერზინი გამოძახებული იქნა მოსკოვში, მოხვდა ჯერ შერისხულთა, ხოლო შემდეგ კი დახვრეტილთა შორის. ბერზინის შერისხვის ირიბი შედეგი იყო ესპანელი მეცნიერის ხოზე რობლესის დაღუპვა, რომელიც ერთი ხანი ბერზინთან მუშაობდა პირად თარჯიმნად. ორლოვის აზრით, რობლესი ძალზე დიდ ინფორმაციას ფლობდა და ბერზინის მოსკოვში გამოძახების შემდეგ იგი დახვრიტეს (Koch, Stephen (1994). Double Lives: Spies and Writers in the Secret Soviet War of Ideas against the West).