იამნაიას კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იამნაიას კულტურა (რუს. Я́мная культу́ра) — გვიანი ნეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურა პონტოს სტეპში, თარიღდება ძვ. წ. 3300 – 2600 წლით.[1] იამნაიას კულტურის მოსახლეობა სავარაუდოდ წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებლებისა (EHG) და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების (CHG) მონათესავე ხალხის გენეტიკურ ნარევს,[2] ამ წინაპრულ კომპონენტს ხშირად „სტეპურ წარმომავლობასაც“ უწოდებენ, რომელსაც დამატებით 18%-მდე ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების (EEF) მინარევი გააჩნდათ.[3] მათი კულტურა ძალიან წააგავდა აფანასევოს კულტურას და მათი მოსახლეობაც გენეტიკურად განურჩევადია.[4] ისინი ძირითადად მომთაბარეობა-მეცხოველეობას მიზდევდნენ, გააჩნდათ გვაროვნული წყობა და ურმები/ეტლების საშუალებით განაგებდნენ დიდი რაოდენობით ნახირს.

ისინი ასევე მჭიდრო კავშირში არიან გვიანი ნეოლითის კულტურებთან, რომლებიც მოგვიანებით მთელი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაშტაბით გავრცელდნენ, განსაკუთრებით საბრძოლო ცულების კულტურასა (Corded Ware) და თასების კულტურასთან, ასევე სინტაშტას, ანდრონოვოსა და სრუბნაიას კულტურების მოსახლეობასთან. საბრძოლო ცულების კულტურიდან უკუმიგრაციამაც გარკვეული გავლენა იქონია სინტაშტასა და ანდრონოვოს კულტურებზე.[5] ამ გუფებში, იამნაიას კულტურის რამდენიმე ასპექტი გვხვდება. გენეტიკურმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ამ მოსახლეობათა დიდი ნაწილი სტეპური წარმომავლობისაა.[4][6][7][8]

იამნაიას კულტურა იდენტიფიცირდება გვიან პროტო-ინდოევროპელებთან, ხოლო პონტურ-კასპიური სტეპი პროტო-ინდო-ევროპული ენის ურჰაიმატად (თავდაპირველი სამშობლო) განიხილება.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამნაიას კულტურის სამარხი, ვოლგოგორადის ოლქი

იამნაიას კულტურა იყო ნახევრად-მომთაბარე, გარკვეულწილად მდინარის მახლობლად მიზდევდნენ აგრიკულტურასაც, გააჩნდათ მცირე რაოდენობით გამაგრებული ადგილები, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო მიხაილოვკა.[9]

მალორი და ადამსი ვარაუდობენ, რომ იამნაიას საზოგადოებას შეიძლება ჰქონოდა სამი დიფერენცირებული სოციალური კლასის სამმხრივი სტრუქტურა, თუმცა არსებული მასალები არ ადასტურებენ კონკრეტული კლასების არსებობას, როგორიცაა ქურუმები, მეომრები და მიწათმოქმედები.[10]

კულტურისთვის დამახასიათებელია სამარხები ორმოსამარცხებში ყორღანის (გორასამარხის) ქვეშ, სადაც დაკრძალულს თან ატანდნენ ცხოველებს. ზოგიერთი საფლავი შეიცავს გრძელ ანთროპომორფიულ სტელას.[11] საფლავში გარდაცვლილს მწოლიარე პოზიციაში ათავსებდნენ, მოხრილი მუხლებით და ფარავდნენ ჟანგმიწით. ზოგიერთი ყორღანი „საფლავების სტრატიფიცირებულ მიმდევრობას“ მოიცავდა.[12] არსებობს ვარაუდი, რომ ყორღანული სამარხები იშვიათი და განკუთვნილი მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ძირითადად, მაგრამ არ სავალდებულოდ, იყვნენ მამრები.[13] სტატუსი და სქესის ამღმნიშვნელია ჩატანებული საქონელი და პოზიცია, ზოგიერთ ადგილას კი ელიტური პირებს კრძალავდნენ სრულიად ხისგან დამზადებულ ეტპებზე.[14] საფლავში საქონლის ჩაყოლება გავრცელებული იყო იამნაიას აღმოსავლეთის საფლავებში, რომელიც ასევე ხასიათდება მამაკაცების დაკრძალვის უფრო დიდი წილით და მამაკაცებზე ორიენტირებული რიტუალებით ვიდრე დასავლეთის ადგილები.[15]

ჩრდილოეთ პონტოს სტეპებში გათხრილია მსოფლიოში უძველესი ბორბლები, რომლებიც შესაძლოა ასოცირდებოდეს ინდოევროპელებთან.[16] იამნაიას კულტურა ფლობდა და იყენებდა როგორც ორბობლიან ურმებს, ასევე ოთხბორბლიან ეტლებს, რომელსაც ამ დროისთვის ხარებით ატარებდნენ, და არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ცხენოსნობასაც მიზდევდნენ.[17]

ენტონი[18] სპეკულირებს, რომ იამნაიას დიეტა შესდგებოდა ხორცის, რძის, იოგურტის, ყველისა და თესლებისა და ველური ბოსტნეულისგან დამზადებული სუპებისაგან და, სავარაუდოდ, ასევე თაფლის სასმელისგან.

მეტალურგებს და სხვა სახის ხელოსნებს იამნაიას საზოგადოებაში ენიჭებოდათ განსაკუთრებული სტატუსი. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ლითონის საგნები დიდი რაოდენობით გვხვდება ელიტარულ საფლავებში. გამოიყენებოდა ლითონის დამუშავების ახალი ტექნოლოგიები და იარაღის ფორმები.[14]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Morgunova & Khokhlova 2013.
  2. „Europe's fourth ancestral 'tribe' uncovered“. BBC. 16 November 2015.
  3. Wang, Chuan-Chao; Reinhold, Sabine; Kalmykov, Alexey; Wissgott, Antje; Brandt, Guido; Jeong, Choongwon; Cheronet, Olivia; Ferry, Matthew; Harney, Eadaoin; Keating, Denise; Mallick, Swapan (2019-02-04). „Ancient human genome-wide data from a 3000-year interval in the Caucasus corresponds with eco-geographic regions“. Nature Communications. 10 (1). doi:10.1038/s41467-018-08220-8. ISSN 2041-1723. PMC 6360191.
  4. 4.0 4.1 Allentoft 2015.
  5. Novembre 2015, "evidence to support theories of a back-migration from Corded Ware-related populations that contributed to the origins of the Sintashta culture in the Urals and their descendants, the Andronovo."
  6. Haak et al. 2015.
  7. Mathieson, et al. 2015.
  8. Gibbons, Ann (June 10, 2015). „Nomadic herders left a strong genetic mark on Europeans and Asians“. Science. AAAS.
  9. Mallory 1997, p. 212.
  10. (1997) რედ. J. P. Mallory: Encyclopedia of Indo-European culture. London: Fitzroy Dearborn, გვ. 653. ISBN 1-884964-98-2. OCLC 37931209. 
  11. Anthony 2007, p. 339.
  12. Anthony 2007, p. 319.
  13. author., Anthony, David. The Horse, the Wheel, and Language. OCLC 1102387902. 
  14. 14.0 14.1 J., Harrison, Richard. The transformation of Europe in the third millennium BC: the example of "Le Petit-Chasseur I + II" (Sion, Valais, Switzerland), გვ. 196. OCLC 718304072. 
  15. Anthony 2007, p. 305.
  16. Holm, Hans J. J. G. (2019): The Earliest Wheel Finds, their Archeology and Indo-European Terminology in Time and Space, and Early Migrations around the Caucasus. Series Minor 43. Budapest: ARCHAEOLINGUA ALAPÍTVÁNY. ISBN 978-615-5766-30-5. With 306 references, six greyscaled and coloured images, and miniatur images within the table of 130 representative finds, including brandnew ones in Germany and Western China.
  17. P., Mallory, J. (2003). In search of the Indo-Europeans : language, archaeology, and myth. Thames and Hudson, გვ. 213. ISBN 0-500-27616-1. OCLC 886668216. 
  18. Anthony 2007, p. 430.