თისელი (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თისელის ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში. ნასოფლარის ცენტრი მდებარეობდა თითქმის საძირკვლამდე დანგრული ეკლესია. ნასოფლარი სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია მთებით, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აკრავს გაშლილი ველი. ძეგლს დასავლეთიდან დაახლ. 1,5 კილომეტრის დაშორებით ჩამოუდის პატარა მდინარე თისელი, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადია. განათხარი ნასოფლარის ნაშთი შემორჩენილია ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით, რომლებიც განლაგებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაქანებულ ფერდობზე. არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გათხრილი და შესწავლილი იქნა ოთხი ძირითადი ნაგებობა, რომელთაგან ორი საცხოვრებელია შიგ გამართული კერითა და თონით, ორი კი სამურნეო დანიშნულების შენობა იყო. აქვე გამოვლინდა ქვიშაქვის საშუალო ზომის დაუმუშავებელი ქვებით ნაგები სამეურნეო ორმო - ხარო. თისელის ნასოფლარის გათხრებისას მიკვლეული არქეოლოგიური მასალის უდიდესი ნაწილი კერამიკაა. გვხვდება ლითონის, ქვისა და მინის ნივთებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20013