ზურაბ დოიჯაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ დოიჯაშვილი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1963
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
გარდ. თარიღი 14 თებერვალი, 2021 (57 წლის)
გარდ. ადგილი თელ-ავივი, ისრაელი
ჟანრ(ებ)ი ქალაქური რომანსი[1]
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი

ზურაბ დოიჯაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1963, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 2021, თელ-ავივი) — ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით — „მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“, „მარტი“, „ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი“ და სხვ. უკრავდა ფორტეპინოსა და გიტარაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ დოიჯაშვილი დაიბადა 1963 წლის 17 აგვისტოს თბილისში, პედაგოგი დედისა და მშენებელი მამის ოჯახში.[2] პროფესიით თავადაც მშენებელი იყო.

მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით „სად არ ვიყავი, სად არა“.[3] დიდი პოპულარობა მოუტანა ზურაბ მანაგაძის სიმღერამ „მელიქიშვილის გამზირი“. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ, აგრეთვე მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, შესრულებული აქვს როლი ქართულ ტელესერიალში „ცხელი ძაღლი“.

2012-2015 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო დოიჯაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.[4] ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მას ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზის დიაგნოზი და­უს­ვეს.[5] ჯანმრთელობის გაუარესების გამო მომღერალი თვეების განმავლობაში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

გარდაიცვალა 2021 წლის 14 თებერვალს თელ-ავივში, ისრაელში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 22 თებერვალს თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.[6] იყო ისრაელის მოქალაქე.[7]

დარჩა მეუღლე — ქეთი ვადაჭკორია და სამი შვილი.

2020 წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[8]

2021 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ დოიჯაშვილის სახელი ეწოდა.[9][10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „На 58-м году жизни скончался известный грузинский певец Зураб Доиджашвили“. Ekhokavkaza.com. 14 თებერვალი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  2. რატომ დაჰყავდა 82 წლის ბებია სკოლაში ზურა დოიჯაშვილს ქართული. Ambebi.ge (15 მარტი, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022.
  3. „ზურა დოიჯაშვილი: „მგონია, რომ სანამ ცოცხალი ვარ, რამეს მოვახერხებ““. Fortuna.ge. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  4. „მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა“. Formulanews. 14 თებებერვალი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  5. ნინო გიგიშვილი (4 მარტი, 2021). „„ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი...““. Ambebi.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  6. „ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს“. „ახალი თაობა“. 25 თებერვალი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  7. „ზურა დოიჯაშვილი ისრაელის მოქალაქე გახდა — რა სამსახური იშოვა ემიგრაციაში გაჭირვებას გაქცეულმა მომღერალმა“. „რეიტინგი“. 5 აგვისტო, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  8. „ჩვენ ყველა ერთად დავაბრუნებთ ზურას საქართველოში – თბილისში ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა“. „ალია“. 18 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 21 მარტი 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. „თბილისში სერგო ფარაჯანოვის, კახი კავსაძისა და ზურა დოიჯაშვილის ქუჩები იქნება“. Tabula.ge. 8 სექტემბერი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  10. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, შოთა ნიშნიანიძის გასასვლელისთვის მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (7 სექტემბერი, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2021.