ზინობიანის პირველი სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზინობიანის სამაროვანი.

ზინობიანის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის განაპირას სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. 1978 წელს მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქოლოგიურ ძეგლთა ნუსხის განყოფილების ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). სამაროვანი ქვაყრილიანი ორმოსამარხებია, რომელშიც მიცვალებულებია დაკრძალული მარჯვნივ გვერდზე, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]