შინაარსზე გადასვლა

ზემო ბოლის მარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ბოლის მარანი — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლში. აგებულია XIX საუკუნეში.

მარანი, რომელიც ზაქარია ეკალაძის კარ-მიდამოშია, რიყის ქვითაა ნაგები. გეგმით მართკუთხედია. გადახურვის კონსტრუქცია ხისაა. ორ სვეტზე გადასულია ორი კოჭი, მათზე დაწყობილია კვადრატული კვეთის ძელები, რომელზედაც ფიცრული გადახურვაა მოწყობილი.

სათავსოს დასავლეთი კედლის მთელ სიგრძეზე მოწყობილია საწნახელი, საიდანაც გამოდიოდა მილი, რომელიც დაკავშირებულია ყველაზე მოზრდილ ქვევრთან 92160 ლ.0. საინტერესოდაა მოწყობილი საწნახლის კედელი. აქ განლაგებულია 5 თახჩა, მათ შორის 5 მცირე კვადრატული ნიშაა. გარდა ამისა, გრძივ კედლებში მოწყობილია თახჩები და ნიშები.

აღმოსავლეთ კედელში იყო შესასვლელი, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. ამავე კედელშია გეგმით ნახევარწრიული ბუხარი; მის ორივე მხარეს სათოფურებია გაჭრილი.

სამხრეთ კედელში ადრე გასასვლელი იყო, ახლა მასზე მიჯრით სახლია მიშენებული. ამავე კედელში ახალი შესასვლელია გაჭრილი და აქედან მარანში ჩასვლა ხის კიბით ხდება.

იატაკი დატკეპნილი მიწისაა. გადახურვა ადრე ბანიანი ყოფილა, ახლა ცალფერადაა. საბურავად გამოყენებულია კრამიტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 73-74