ზბიგნევ პრაისნერი
ზბიგნევ პრაისნერი | |
---|---|
ზბიგნევ პრაისნერი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ზბიგნევ ანტონიო კოვალსკი |
დაბ. თარიღი | 1955 წლის 20 მაისს |
დაბ. ადგილი | ბიელსკო-ბიალა, პოლონეთი |
წარმოშობა | პოლონელი |
აქტიური | 1981 — დღემდე |
საიტი | preisner.com |
ზბიგნევ პრაისნერი ვიკისაწყობში |
ზბიგნევ პრაისნერი (პოლ. Zbigniew Antoni Preisner) (დ. 20 მაისი, 1955) — პოლონელი კომპოზიტორი. იგი საზოგადოების ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა ცნობილ პოლონელ კინო-რეჟისორ კშიშტოფ კისლოვსკისთან მუშაობის შედეგად.
მას, როგორც მუსიკოსს, განათლება არსად მიუღია. ის სწავლობდა კრაკოვის უნივერსიტეტში ისტორიასა და ფილოსოფიას და მუსიკალური სკოლა არავისთან და არსად აქვს გავლილი. მასზე, როგორც მუსიკოსზე, გავლენა იქონია ნიკოლო პაგანინისა და ჟან სიბელიუსის შემოქმედებამ. სწორედ მან დაწერა მუსიკა კშიშტოდ კისლოვსკის, როგორც მას უწოდებენ, უკიდურესად ამბიციური ტრილოგიისთვის „სამი ფერი: თეთრი“, „სამი ფერი: ლურჯი“, „სამი ფერი: წითელი“, სადაც გაჟღერდა ევროპის გამაერთიანებელი სიმღერა. ამ სიმღერის ტექსტის ავტორი კი ნობელის პრემიის პრიზიორი პოლონელი პოეტი უისლავა შიმბორსკაა.
პრეისნერის არანჟირებით 2006 წელს შეიქმნა დევიდ გილმურის სოლო-ალბომი „კუნძულზე“. მიუხედავად იმისა, რომ მისის სახელი ხშირად კისლოვსკის სახელთან ასოცირედებოდა, მან კისლოვკის გარდაცვალების შემდგომაც განაგრძო აქტიური მოღვაწეობა. პრეისნერი უშუალოდ მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისეორებთან, როგორებიც არიან ფრენსის ფორდ კოპოლა და სხვები.