ზაურბეკ სიდაკოვი
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 მარტი, 1996 (28 წლის) |
დაბ. ადგილი | ბესლანი |
სიმაღლე | 175 |
წონა | 72 |
ქვეყანა | რუსეთი |
კლუბი | CSKA Moscow |
ჯილდოები | Honored Master of Sports of Russia და მეგობრობის ორდენი |
ზაურბეკ სიდაკოვი (რუს. Заурбек Казбекович Сидаков — „zəʊrˈbʲek sʲɪˈdakəf“, ოს. Сидахъаты Хъазыбеджы фырт Зауырбег; დ. 14 მარტი, 1996) — რუსი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. ასპარეზობს 74 კგ წონით კატეგორიაში.[1][2][3] სიდაკოვი არის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი 74 კგ-ში. არის მსოფლიოს ორგზის (2018, 2019) და რუსეთის სამგზის ჩემპიონი. 2019 წლის ევროპული თამაშების გამარჯვებული. 2019 წლის მსოფლიო თასის ჩემპიონი. ივან იარიგინის გრან პრის ორგზის გამარჯვებული, ორგზის ვერცხლისა და ერთგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი.
ბესლანის ტერორისტული შეტევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლის 1 სექტემბერს, სკოლა, რომელშიც სიდაკოვი დადიოდა ბესლანში ჩეჩენმა ტერორისტებმა დაიკავეს და 1100-ზე მეტი მძევალი აიყვანეს. სამი დღის მანძილზე მოკლული იქნა 334 ადამიანი. „მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მხოლოდ ბავშვები იყვნენ, მათ ესმოდათ, რა ხდებოდა სკოლიდან ევაკუაციის დროს“ - თქვა სიდაკოვმა. მძველებს შორის იყვნენ სიდაკოვის მეგობრები.[4] არტურ ნაფინოვი რომელიც აგრეთვე ოლიმპიური ჩემპიონია, გადაურჩა სიკვდილს სიდაკოვის მსგავსად.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიდაკოვს კარიერის განმავლობაში უამრავი მედალი აქვს მოპოვებული; მან მოიგო ბრინჯაო, ორი ვერცხლი და ორი ოქროს მედალი ივან იარიგინის გრან პრიზე 2015–19 წლებში. 2016 წელს მან მოიპოვა თავისი პირველი ოქროს მედალი გრან პრიზე. რუსეთის ეროვნული ჩემპიონის, ხუსეინ სუიუნჩევის დამარცხებით.[5][6] 2018 წელს, ზიდაკოვი ივან იარიგინის ოქროს გრან-პრის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა და თურქ მუჰამეტ დემირს ეჭიდავა რომელიც ტექნიკური გდებით 13–2 დაამარცხა, ნახევარფინალურ რაუნდში ის თანამემამულე სპარიონგ პარტნიორს ოს ხახაბერ ხუბეზთს დაუპირსპირდა და 5-0 დაამარცხა. სიდაკოვი ფინალში კიდევ ერთ სპარინგ პარტნიორს დაუპირისპირდა, ხეთაგ ცაბოლოვი,[7] რომელთანაც ანგარიშით 1:3 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2018 წლის რუსეთის ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიდაკოვი 2018 წლის აგვისტოში ოდინცოვოში, მოსკოვის ოლქში, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. მერვედფინალში მან ტექნიკური გდებით 14–1 დაამარცხა კრასნოიარსკის წარმომადგენელი კონსტანტინე კოროლიოვი. სიდაკოვმა მერვე 1/8 ფინალში მოსკოველი მაგომედ მაგომედოვი 9-0 დაამარცხა. მეოთხედფინალში სიდაკოვმა კრასნოდარელი ტიმურ ბიჟოევი 3-1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თათარი ევგენი ლაპიშოვი დაამარცხა. ტექნიკური გდებით 10–0, რითაც სიდაკოვი გავიდა ფინალში. აქ ის ყოფილ მეტოქეს და სპარინგ პარტნიორს, ხეთაგ ცაბოლოვს დაუპირისპირდება.[8] სიდაკოვმა გამარჯვება მოიპოვა.[9][10][11]
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Siსიდაკოვმა პირველი გამოჩენა მსოფლიო სცენაზე 2018 წელს უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლისას გააკეთა. სიდაკოვის გახსნის მატჩში მან დაუპირისპირდა და დაამარცხა ბულგარელი მიროსლავ კიროვს რომელიც 10–0 ტექნიკური გდებით დაამარცხა. ამის შემდეგ დაამარცხა ფრანკლინ გომესი და გავიდა მეოთხედფინალში. მეოთხედფინალში მან დაამარცხა NCAA ჩემპიონი, ოლიმპიური ოქროს მედალოსანი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ჯორდან ბეროუზი 6–5, ამის შემდეგ სიდაკოვმა ანგარიშით 3–2 დაამარცხა ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი და ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფრენკ ჩამიზო.[12][13] ფინალში სადიკოვი ავთანდილ კენჭაძეს დაუპირსიპირდა. სიდაკოვისა და კენჭაძის დაძაბული მატჩის შემდეგ სიდაკოვმა გაიმარჯვა ანგარიშით 2*-2 და პირველად მოიპოვა ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე.[14]
2019
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს მსოფლიო ჩემპიონი სიდაკოვი დაბრუნდა ივან იარიგინის ყოველწლიურ ტურნირზე კრასნოიარსკში. ზაურბეკი ფინალში გავიდა, სადაც ის თურქ იაკუპ გორს დაუპირისპირდა, რომელიც 5-4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა..[15]
მარტში სიდაკოვი რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში იყო იაკუტსკში გამართულ თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო თასზე. სიდაკოვი, რომელიც იყო პირველი გუნდის წევრი, დაუპირისპირდა მსოფლიო ჩემპიონატის ოთხგზის მედალოსანს, კუბელ გენადრი გარზონს, რომელიც სიდაკოვმა დამაჯერებლად დაამარცხა. მეორე მატჩში ირანელ რეზა აფზალის ეჭიდავა, რომელიც სიდაკოვმა 6–0 დაამარცხა.
ევროპული თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიდაკოვი რუსეთის ნაკრებში მოხვდა 2019 წლის ევროპის თამაშებზე, რომელიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა. ტურნირზე სიდაკოვი ჯერ ქართველ მეტოქე ავთანდილ კენჭაძეს შეხვდა, რომელიც 5–3 დაამარცხამ[16] ნახევარფინალში კი აზამატ ნურიკაუს დაუპირსპირდა და 6:4 დაამარცხა.[17] ფინალში სიდაკოვი ევროპის სამგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს მედალოსანს, თურქ სონერ დემირთაშს ეჭიდავა, რომელიც ერთ წუთში დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიდაკოვმა დაამარცხა მექსიკის წარმომადგენელი ვიქტორ ერნანდესი ტექნიკური გდებით ანგარიშით 10–0. მან მეოთხედფინალში დაამარცხა კამილ რიბიცკი 8–0 და მაო ოკუი, იაპონელი მსოფლიო ჩემპიონატი ს მედალოსანი, მეოთხედფინალში ანგარიშით 6–0. ნახევარფინალში სიდაკოვი დაუპირისპირდა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონს და ყოფილ ოლიმპიურ ჩემპიონს, ჯორდან ბაროუზის და მოიგო ისევე, როგორც 2018 წელს, ბოლო წამზე დაამარცხა ანგარიშით 4:3.[18]
ფინალში მან ფრენკ ჩიმაზო ანგარიშით 5:2 დაამარცხა[19]. სადიკოვმა გამარჯვება ბესლანის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას მიუძღვნა.[20]
2021
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასარის საერთაშორისო ტურნირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე თითქმის ორი თვით ადრე, სიდაკოვი და რუსეთის ნაკრების უმეტესობა გაგზავნილი იქნენ სასარის საერთაშორისო ტუნირზე. სიდაკოვმა ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატზე ოქროს მედლითა და პირველი ადგილის მოპოვებით, სიდაკოვმა წარმატებით მოიპოვა კვალიფიკაცია ტოკიოში გამართულ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, მესამე ადგილის განთესვით. 5 აგვისტოს, 1/8 ფინალში სიდაკოვი დაუპირისპირდა ყოფილ ოლიმპიელს, გვინეა-ბისაუს წარმომადგენელ აუგუსტო მიდანას, რომელიც დაამარცხა ტექნიკური გდებით 12–2. მეოთხედფინალში გზას უზბეკეთის აზიის ორგზის ჩემპიონი და აზიის თამაშების ჩემპიონი ბეკზოდ აბდურახმონოვი დაუდგა; საკმაოდ დაძაბული ბრძოლის შემდეგ სიდაკოვმა დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 12–6. სიდაკოვმა ნახევარფინალში ტექნიკური გდებით 11:0 დაამარცხა ყაზახი დანიარ კაისანოვი.[21] 74 კგ წონით ფინალში შეხვდა ბელარუსის წარმომადგენელ მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვს.[22] სიდაკოვმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.[23][24][25]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dzilihova, K.M.; Dzgoeva, Z.G.; Kaloeva, Z.D.; Dzgoeva, M.G.; Sozaeva, Z.Yu.; Karyaeva, S.K.; Chikhtisova, R.A. (2019-04-10). „Comprehensive Assessment of the Health Status of Young Children Born by Mothers with Primary Arterial Hypotension“. Pediatria. Journal Named After G.N. Speransky. 98 (2): 286–287. doi:10.24110/0031-403x-2019-98-2-286-287. ISSN 0031-403X.
- ↑ „Борцы из Осетии внесли вклад в победу на Кубке европейских наций“. Рамблер/спорт (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-08-12.
- ↑ СИДАКОВ Заурбек Казбекович | Российские спортсмены и специалисты | Спортивная Россия ru. ციტირების თარიღი: 2018-08-12
- ↑ Борец из Беслана поделился воспоминаниями о трагедии ru. ციტირების თარიღი: 2019-10-28
- ↑ Заурбек Сидаков: после взвешивания пришёл в номер, лег и подумал, что можно здесь выиграть — Федерация спортивной борьбы России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-31. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
- ↑ Спорт на Урале – Сидаков Заурбек Казбекович ru-ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-13. ციტირების თარიღი: 2018-08-12
- ↑ „Борцы-вольники Садулаев и Цаболов победили на Гран-при "Иван Ярыгин"“. Рамблер/спорт (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-08-13.
- ↑ „Заурбек Сидаков, Хетик Цаболов, Артур Найфонов и Владислав Байцаев – в финале ЧР по вольной борьбе“. Россия Алания (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-08-13.
- ↑ „Чемпионат России прошёл под диктовку вольников СКФО“. Рамблер/спорт (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-08-13.
- ↑ „Садулаев победил на ЧР по вольной борьбе в Одинцово, Цаболов проиграл в финале“. Рамблер/спорт (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-08-13.
- ↑ „Заурбек Сидаков стал чемпионом России по вольной борьбе | 15-Й РЕГИОН“. 15-Й РЕГИОН (რუსული). 2018-08-04. ციტირების თარიღი: 2018-08-13.
- ↑ Russia Claims U23 Euro C'ship Team Title on the Back of Six Freestyle Golds | United World Wrestling en. ციტირების თარიღი: 2018-10-22
- ↑ Sidakov Stuns Burroughs and Chamizo; Deng Notches One for China ru-EU. unitedworldwrestling.org. ციტირების თარიღი: 2018-10-19
- ↑ Sidakov Caps Magnificent Run with Gold, Petriashvili Repeats | United World Wrestling en. ციტირების თარიღი: 2018-10-22
- ↑ Eric. Russia Crowns Quartet of Freestyle Champions on Day Four, Sweeps Ivan Yariguin English. ციტირების თარიღი: 2019-08-30
- ↑ Andrew. Sidakov Tops Kentchadze at European Games, Two World No.1's Lose English. ციტირების თარიღი: 2019-08-30
- ↑ Andrew. Russia Advances 3 to European Games Finals, World Champ Uguev Falls English. ციტირების თარიღი: 2019-08-30
- ↑ Eric. Tynybekova Grabs Historic Gold for Kyrgyzstan at Women's 62kg; Russia Rakes in 2 Freestyle Titles English. ციტირების თარიღი: 2019-09-23
- ↑ Eric. Sidakov Completes Dream Run to 2nd Straight 74kg Title; Petriashvili 3-peats at 125kg English. ციტირების თარიღი: 2019-09-23
- ↑ Борец Сидаков посвятил победу на чемпионате мира памяти жертв Беслана. ციტირების თარიღი: 2019-10-28
- ↑ Legare, Andrew. Kyle Dake turns focus to bronze after quarterfinal setback at Tokyo Olympics en-US. ციტირების თარიღი: 2021-08-11
- ↑ Russian freestyle wrestler Sidakov to fight for Olympic gold in men’s under-74kg final. ციტირების თარიღი: 2021-08-11
- ↑ Olympics, N. B. C.. (2021-08-06) ROC's Zaurbek Sidakov wins 74kg gold 7–0 in Olympic debut en-US. ციტირების თარიღი: 2021-08-11
- ↑ Agency. (2021-08-06) Tokyo Olympics: Russia Zaurbek Sidakov wins GOLD in men’s freestyle welterweight category en-gb. ციტირების თარიღი: 2021-08-11
- ↑ Olympic gold for Ossetia. Zaurbek Sidakov is the favorite of the wrestling tournament en-EN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-11. ციტირების თარიღი: 2021-08-11