ზავეტინის რაიონის ისტორიის მუზეუმი
ზავეტინის რაიონის ისტორიის მუზეუმი | |
---|---|
47°07′06″ ჩ. გ. 43°53′31″ ა. გ. / 47.11833° ჩ. გ. 43.89194° ა. გ. | |
დაარსდა | 2003 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | სოფელი ზავეტნოე, როსტოვის ოლქი |
დირექტორი | ნატალია ტარანოვა |
გარე სურათები | |
---|---|
მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზებში |
ზავეტინის რაიონის ისტორიის მუზეუმი (რუს. Музей истории Заветинского района) — ისტორიის მუზეუმი ზავეტინის რაიონის სოფელ ზავეტნოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 2003 წელს.
მუზეუმის მისამართი: 347430, როსტოვის ოლქი, ზავეტინის რაიონი, სოფელი ზავეტნოე, ლომონოსოვის ქუჩა № 28.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზავეტინის რაიონის მუნიციპალური საბიუჯეტო კულტურის განყოფილება „ზავეტინის რაიონის ისტორიის მუზეუმი “ მდებარეობს როსტოვის ოლქის სოფელ ზავეტნოეში.
მუნიციპალური მუზეუმი დაარსდა 2003 წლის 5 აგვისტოს. მუზეუმში ინახება რაიონისა და მისი მოსახლეობის ისტორიის მასალები, ისტორიული მტკიცებულება და საკოლექციო იარაღი, XVII-XX საუკუნეების საგნები. მუზეუმში მიმდინარეობს აქტიური სამეცნიერო და საძიებო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია დაახლოებით 200 მოსწავლე. მათი მოღვაწეობის შედეგად ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენციები.
ამჟამად ზავეტინის რაიონის ისტორიის მუზეუმის ძირითადი ფონდი მოიცავს 3 240 ექსპონატს, ხოლო მისი სამეცნიერო-დამხმარე ფონდი შეიცავს 560 ექსპონატს. მუზეუმის თანამშრომლები მართავენ ექსკურსიებს ადგილობრივი მოსახლეობის, სკოლის მოსწავლეებისა და ტურისტებისათვის.
მუზეუმს გააჩნია რამდენიმე საგამოფენო დარბაზი: ისტორიისა და ბუზნების დარბაზი; მხარეთმცოდნეობის დარბაზი; არქეოლოგიის დარბაზი; საბრძოლო დიდების დარბაზი, სადაც ინახება ომის წლების საარქივო დოკუმენტები და ექსონატები. საბრძოლო დიდების დარბაზში შესაძლებელია ზავეტინის რაიონის წარმომადგენლების ფოტოების ხილვა, რომლებმაც ფოტოები გადაირეს სამამულო ომის დროს. აქვე ვიზიტორი იხილავს ფრონტიდან გაგზავნილ წერილებს, გერმანული ოკუპაციის პერიოდში ზავეტინის რაიონში მოქმედი პარტიზანული დანაყოფის „მრისხანე დონისა“ და იატაკქვეშა ახალგაზრდულ-კომკავშირუი ორგანიზაციის „ლენინელის“ წევრების მოგონებებს.
ასევე საინტერესოა დიდი სამამულო ომის პერიოდის ექსპონატები: ჯარისკაცის ქუდები, ჩაფხუტები, მათარები, ხელნაკეთი ფინჯნები, სანთებელა, პორტსიგარი იოსებ სტალინის გამოსახულებით და სხვ. მხარეთმცოდნეობის დარბაზში წარმოდგენილია რაიონის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საგნები. მათ შორის: თეფშები, სამოვრები, ძველი რადიომიმღებები, მექანიური პატეფონი, გრამფირფიტა და სხვ.
მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენები: „ომის ექო“, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას, ასევე გამოფენილია ადგილობრივი მხატვრების ნახატები, იმართება აქცია ღამე მუზეუმში და სხვა ღონისძიებები.