ვლადისლავ I ჰერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადისლავ I ჰერმანი
Władysław I Herman
პოლონეთი პოლონეთის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1079
მმართ. დასასრული: 1102
წინამორბედი: ბოლესლავ II გულადი
მემკვიდრე: ზბიგნევი და ბოლესლავ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1043
დაბ. ადგილი: კრაკოვი, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 4.06.1102
გარდ. ადგილი: პლოცკი, პოლონეთი
მეუღლე: 1-ქრისტინა პრავძივეცკი, 2-იუდიტა ჩეხი, 3-იუდიტა გერმანელი
შვილები: იხილეთ ქვევით
დინასტია: პიასტი
მამა: კაზიმირ I აღმდგენელი
დედა: მარია დობრონეგა კიეველი
ხელმოწერა:

ვლადისლავ I ჰერმანი (პოლ. Władysław I Herman; 1043 — 4 ივნისი 1102) — პოლონეთის მთავარი (1079—1102 წლები), პიასტების დინასტიის წარმომადგენელი.

ტახტისათვის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადისლავ I ჰერმანი იყო პოლონეთის მთავრის კაზიმირ I აღმდგენელის და კიევის რუსეთის დიდი მთავრის ქალიშვილის მარია დობრონეგას ვაჟი. 1079 წ., დიდი არისტოკრატების აჯანყების სათავეში მყოფმა შეძლეს მისი უფროსი ძმის პოლონეთის მეფის ბოლესლავ II გულადის ჩამოგდება ტახტიდან, და მან დაიკავა პოლონეთის ტახტი.

თავისი წინამორბედებთან შედარებით ვლადისლავ I არ იყო ძლიერი და ავტორიტეტული მმართველი და მთლიანად დამორჩილდა დიდ არისტოკრატიას. წმინდა რომის იმპერიასთან მშვიდობიანი ურთიერთობისათვის სწრაფვით, ვლადისლავ ჰერმანი მზად იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს უარსაყოფად, რომელიც მძიმედ მოიპოვეს მისმა წინამორბედებმა: მან არ მიიღო მეფის ტიტული და მთელი მისი მმართველობის განმავლობაში იწოდებოდა როგორც პოლონეთის მთავარი. საგარეო პოლიტიკაში მას სულ თანდევდა მარცხი: სრული მარცხით დასრულდა პოლონეთის ლაშქრობები პომერანიაში. ამასთან ერთად მკვეთრად მოიმატა ფეოდალური დაქუცმაცების ტენდენციამ: პროვინციალური არისტოკრატია გამოდიოდა მთავრის ხელისუფლებიდან, ომებში გამოიყენებოდა მხოლოდ საზღვრისპირა მიწების შეიარაღებული ძალები. თვითონ მთავარი მალე მოექცა ერთ-ერთი პოლონეთის არისტოკრატიის ლიდერის ვოევოდის სეცეხის გავლენის ქვეშ.

ვლადისლავ I ჰერმანი - ავტორი ალექსანდრ ლესერი

შედარებით ძლიერ სეპარატისტულ ტენდენციებს ამჟღავნებდა სილეზია. ადგილობრივი არისტოკრატიის სათავეში ჩადგა ვლადისლავ I-ის უფროსი ვაჟი ზბიგნევი. ჩეხეთის სამხედრო დახმარებით, ზბიგნევმა 1092 წელს დაიპყრო ვროცლავი და სილეზიაში შექმნა ნახევრად დამოუკიდებელი სამთავრო. ვოევოდ სეცეხმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს წარმოადგენდა, შეძლო ბოლოს შერიგებოდა ჩეხეთს (1096 წ). დაემარცხებინა ზბიგნევი. მაგრამ ვლადისლავ ჰერმანი იძულებული იყო პოლონეთის სახელმწიფოს დაყოფაზე წასულიყო: 1097 წ. მთავარმა ზბიგნევს გადასცა დიდი პოლონეთის ნაწილი, ხოლო ბოლესლავ III-ს სილეზია. თვითონ ვლადისლავ I დარჩა უზენაეს მთავრად, პოლონეთის ჯარების მთავარსარდლად, საგარეო პოლიტის ხელმძღვანელად და სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაურად. მაგრამ უკვე 1098 წ. მთავრის ომი თავის შვილებთან განახლდა. ზბიგნევმა და ბოლესლავმა შეძლეს ვლადისლავ ჰერმანის არმიის დამარცხება და 1099 წ. მამა აიძულეს ქვეყნის შემდეგ გაყოფაზე: ზბიგნევს შეხვდა დიდი პოლონეთის დარჩენილი ტერიტორია, კუიავია და სერაძი-ლენჩიცის მიწები, ხოლო ბოლესლავს მცირე პოლონეთი კრაკოვთან ერთად. შედეგად მთავარ ვლადისლავის მფლობელობაში დარჩა მხოლოდ მაზოვია. ძმების ძალისხმევით გადაყენებულ იქნა ვოევოდი სეცეხი, ცენტრალისტური პარტიის ლიდერი. გარდაიცვალა და დაკრძალულია პლოცკის საკათედრო ტაძარში

ვლადისლავ I ჰერმანის საფლავი პლოცკის საკათედრო ტაძარში

იჯახი და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადისლავი იყო სამჯერ დაქორწინებული[1] 1070 ქრისტინა პრავძივეცკისაგან:

დედამისი ან გარდაიცვალა ან დაცილდა სავარაუდოდ 1080 წლამდე[2]

1080 იუდიტა ჩეხისაგან, ჩეხეთის მეფის ვრატისლავ II-ის ქალიშვილი

1089 იუდიტა გერმანელისაგან, ჰაინრიხ III-ის წმ. რომის იმპერატორის ქალიშვილი

საერთო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბამბერგის ტაძარი

უძველესი პოლონური დოკუმენტი რომელიც შემონახულია დღემდე არის XI საუკუნის ვლადისლავ ჰერმანის დოკუმენტი, ორი ოქროს ჯვრის აღდგენის აქტი. მიმღები იყო ბამბერგის საკათედრო ტაძარი ( ბავარია ). ახლა ხელნაწერი მდებარეობს გერმანიაში, მიუნხენის სახელმწიფო არქივში. ამ დოკუმენტის დამატებითი ღირებულება არის ის რომ მასზე გამოსახული პოლონეთის მმართველების უძველესი ბეჭედი. პოლონეთის მთავრების ბეჭედი დოკუმენტებზე მეთექვსმეტე საუკუნემდე გაქრება.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ო. ბალცერი, პიასტების გენეალოგია, კრაკოვი 1895 წელი.
  • კ. იასინსკი, პირველი პიასტების წარმომავლობა, ვარშავა-ვროცლავი 1992, ISBN 83-85218-32-7 .
  • იოსეფ ა., ურბანსკის, მ. პ. Wieczorkiewicz, რომლებიც მართავდნენ პოლონეთს, ვარშავა 2007 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კ. იასინსკი, პირველი პიასტების წარმომავლობა , ფ. 171, შენიშვნა. 44
  2. ა. იოსეფი, ურბანსკი მ. პ. Wieczorkiewicz, რომლებიც მმართავდნენ პოლონეთს, ვარშავა 2007