შინაარსზე გადასვლა

ვეფხვი (ტანკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეფხვი (მრავალმნიშვნელოვანი).
PzKpfw VI «Tiger» "ტიგერ"

შუცშტაფელის პირველი სატანკო დივიზიის კუთვნილი Tiger I საფრანგეთში.
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 56,9
ეკიპაჟი, კაცი 5 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1942—1944
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1942-1945
გამოშვების რაოდენობა 1,347
ძირითადი ოპერატორები ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ზომები
სიმაღლე, მმ 2885
კლირენსი, მმ 470
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი ფოლადის
კორპუსის კიჩო, მმ/გრად. 82 მმ
კორპუსის კიჩო (ზედა), მმ/გრად 82 / 8°
კორპუსის კიჩო (ქვედა), მმ/გრად. 82 / 48°
კორპუსის სახურავი, მმ 28 მმ
იარაღის ნიღაბი, მმ/გრად. 90 / 0°
კოშკურის სახურავი, მმ 28 მმ
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 88-მმ KwK 36 L/56
ქვემეხის ტიპი დახუთხვლულიანი
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 92 ჭურვი
ტყვიამფრქვევები 2—3 × 7,92-მმ MG-34
სხვა შეიარაღება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნი ტიპი "S" (ნაღმი ფეთქდება 5-7 მეტრის სიმაღლეზე,ამის შემდეგ სხვადასხვა ნამსხვრევებით აზიანებს ქვეითს.გამოიყენებოდა მხოლოდ ახლო მოქმედებისთვის)
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი HL230P45 V
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 700
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 11,4
საკიდრის ტიპი ტორსიონული
მუხლუხების სიგანე, მმ 725
კედლის გადალახვა, მ 0,79
თხრილის გადალახვა, მ 2,3
გუბის გადალახვა, მ 1,2

Tiger I (ვეფხვი)მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მძიმე ტანკი, რომლის წარმოება 1942 წელს დაიწყო. ტანკის სრული სახელია Panzerkampfwagen VI Tiger Ausf.E. შექმნილია სპეციალურად საბჭოთა T-34 და KV გასანადგურებლად. Tiger I-ის ადრეულ ვერსიებზე იყენებდნენ 88 მმ-იან ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხებს, რომელიც ეფექტიანი იყო საჰაერო სამიზნეების, ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის წინააღმდეგ.

ომის დროს Tiger I გამოიყენებოდა ყველა ფრონტზე, ამიტომაც დაიყო დამოუკიდებელ „აბტაილუნგებად“ (ბატალიონებად). მიუხედავად ბრძოლაში მისი წარმადობისა, ტანკის დამზადება მოითხოვდა დიდ დროს, ამავდროულად მისი დამზადება ძალიან ძნელი და ძვირი იყო, გარდა ამისა, დაზიანებული ტანკის აღდგენა რთული იყო.

რთული, მრავალბორბლიანი ტრანსმისიის გამო მას ჰქონდა მცირე მოქმედების რადიუსი, უჭირდა თოვლში და ტალახში გადაადგილება, რის გამოც Tiger I ხშირად იჭედებოდა და იყინებოდა. მიუხედავად მანევრირებისა, ტანკი კარგად იყო შეჯავშნული და საშუალო მანძილიდანაც კი ჭირდა მისი განადგურება.

პრობლემის გამოსასწორებლად დაიწყეს მისი მოდერნიზებული ვარიანტის, Tiger II- ის(ცნობილი როგორც თაიგერ–ბ, ან თაიგერ მეორე, აგრეთვე "მეფე–ვეფხვი") წარმოება. ახალ ვერსიას სახელი Tiger ფერდინანდ პორშემ მიანიჭა, ხოლო ლათინური ასოები მოგვიანებით დაემატა.

სულ 1347 ტანკი Pz.VI Ausf.H და Pz.VI E "Tiger" აიწყო 1942-44 წლებში, ხოლო დღესდღეობით ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, იმ დროისთვის ვერმახტს არ გააჩნდა მძიმე ტანკი, მიუხედავად იმისა რომ მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 1937 წელს დაიწყო, ახალ გერმანულ სამხედრო დოქტრინაში, რომელიც სწრაფ და მარდ ბრძოლას ითვალისწინებდა, არ იყო ადგილი მძიმე ტანკებისთვის, ამიტომაც ყურადღებას არავინ აქცევდა ამგვარ პროექტებს. 1930–იან წლებში ერვინ ადერსი იყო პირველი კონსტრუქტორი ფირმა ჰენშელში (Henschel) რომელმაც შექმნა 30 ტონიანი გამრღვევი ტანკის (Durchbruchwagen) პროექტი. 1941-42 წლებში შეიქმნა მხოლოდ 2 პროტოტიპი, DW 1 და DW2 . პირველი პროტოტიპი კოშკურის გარეშე იყო, ხოლო მეორეს PzKpfw IV კოშკურა ეყენა. პროტოტიპების მაქსიმალური ჯავშანი 50 მილიმეტრამდე იყო.

პორშეს პროტოტიპი

საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ნათელი გახდა რომ გერმანელებს ყურადღება მძიმე ტანკებზე უნდა გაემახვილებინათ. გერმანული საშუალო ტანკი PzKpfw IV Ausf. E-F ბევრად ჩამოუვარდებოდა საბჭოთა T-34-ს ხოლო KV-ეს ანალოგი კი საერთოდ არ გააჩნდათ. KV-ეს ტიპის ტანკებმა და T-34-მა გერმანელებს დაანახა რომ მხოლოდ სიმარდე და კარგი ერგონომიკა ვერ აანაზღაურებდა PzKpfw IV Ausf. E-F მის მსუბუქ ჯავშანსა და სუსტ მოკლელულიან ქვემეხს. ომის დასაწყისში გერმანიის შეიარაღებაში უმეტესად სწორედ PzKpfw IV Ausf. E-F და PzKpfw III შედიოდნენ, ამ დროს მოწინააღმდეგე სრულ ქაოსში იყო და გერმანელთა ახალი ტაქტიკაც კარგად მუშაობდა. მოგვიანებით, როდესაც დროდადრო საბჭოთა არმიამ თავდაცვითი ხაზების გამაგრევა დაიწყო, გერმანელები მიხვდნენ რომ ესაჭიროებოდათ მძიმე ტანკები რომლებიც ჯავშნის და ქვემეხის წყალობით გაარღვევდა თავდაცვით ხაზებს, ამიტომაც დაიწყეს ტანკების განძლიერება. რაც მოიცავდა სამარაგო ტაკნების (PzKpfw III-ისა და PzKpfw IV-ის ახალი ქვემეხებითა და ჯავშნით მომარაგებასა და KV (კავე) ტანკის ანალოგის შექმნას.

ტანკზე მუშაობა ორმა ცნობილმა ფირმამ ჰენშელმა და პორშემ დაიწყო, ჰენშელის ფირმას უკვე ჰქონდა პირველი პროტოტიპები შექმნილი (DW 1 და DW 2) მაშინ როცა ფერდინანდ პორშე პირველად იწყებდა ტანკზე მუშაობას და არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. პირველი ვერსიები 1942 წლის 20 აპრილს წარადგინეს — ფიურერის დაბადების დღეს. ერვინ ანდერსმა (ფირმა ჰეინშელის კონსტრუქტორი) ტანკის ასაგებად ტრადიციული გერმანული გზა აირჩია, მან ისეთივე დაწყობა–დალაგება დააყენა როგორიც PzKpfw IV ჰქონდა, მუხლუხოები «Hanomag» ფირმის იყო (ამ ფირმის მუხლუხებს იყენებდნენ ჯავშანმზიდებისათვის). ჰენშელის პროტოტიპმა VK4501 (H) სახელი მიიღო.

ფერდინანდ პორშე საკმაოდ ცნობილი კონსტრუქტორი იყო მანქანათ ინდუსტრიაში, აწყობდა ყველა ტიპის მანქანას მათ შორის სპორტულსაც კი. პორშეს პროტოტიპზე პირველად დააყენეს მაღალი ხარისხის დაკიდების სისტემა, ასევე ელექტრონული ტრანსმისია. ჰენშელის პროტოტიპთან შედარებით პორშეს ვერსია ბევრად უფრო მეტ დეფიციტურ ფერად ლითონს შეიცავდა. მისმა ტანკმა VK4501 (P) სახელი მიიღო. ორივე კონსტრუქტორის პროტოტიპების წარდგენის შემდეგ ჰიტლერმა, ყოველგვარი გამოცდისა და კომისიის გარეშე უპირატესობა ჰენშელის ვერსიას მიანიჭა.

ჰენშელის ვერსიას ბევრად უკეთესი სავალი ნაწილი ჰქონდა, ასევე შედარებით იაფი ჯდებოდა დამზადება. ჰენშელის ფირმას კოშკურაზე მუშაობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული, ჰენშელის ვერსიის კოშკურაზე უნდა დაყენებულიყო KWK L/70 7,5 cm ქვემეხი რომელიც [[[1942]] წლისთვის მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებდა. იმის გამო რომ პორშეს უკვე დამთავრებული ჰქონდა კოშკურა, გადაწყვიტეს დაეყენებინათ სწორედ პორშეს პროტოტიპის ქვემეხი. ამ ყველაფრის შერწყმის შემდეგ შეიქმნა პორშეს და ჰენშელის ნაჯვარი (ჰიბრიდი), რომელსაც მოგვიანებით Pz VI «Tiger» Ausf E ეწოდა.

Tiger I-ს ჯავშანი მოწინააღმდეგის ჭურვის მოხვედრის შემდეგ
8.8 cm KwK 36 ტიპის ქვემეხი

Tiger I-ს წინიდან 100 მმ–იანი, კოშკურაზე 120 მმ-იანი, კორპუსის გვერდებზე 82 მმ-იანი, კოშკურის გვერდებზე 80 მმ-იანი, ქვემოდან და ზემოდან 28 მმ-იანი ჯავშანი იცავდა, თუმცა 1944 წლისთვის ზემოდან ჯავშნის ზომა გაიზარდა 40 მმ–მდე.

ტანკს შეიარაღებაში ძალიან ძლიერი 88 მმ KwK 36 L/56 ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხი ჰქონდა, რომელიც მთელი ომის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ომის დროს ბრიტანელების მიერ Tiger-ის გამოცდის შემდეგ დადგინდა, ტანკი 1100 მეტრიდან 18 გასროლიდან 16 მიზანში არტყამდა, თუმცა ცნობილია რომ ტანკს 4 კილომეტრიდანაც კი გაუნადგურებია მოწინააღმდეგე.

30 გრადუსიანი კუთხით მოხვედრისას Tiger I-ს შეეძლო 2100 მეტრიდან გაეხვრიტა M4 Sherman (ემ 4 შერმან)ი, 1400-2000 მეტრიდან საბჭოთა T-34 (ტე–34), ხოლო მძიმე IS-2 კი 800-1200 მეტრიდან. თავად საბჭოთა მძიმე IS-2 ხვრეტდა 800-1500 მეტრიდან, საბჭოთა T-34-ის 76 მმ–იან ქვემეხს საერთოდ არ შეეძლო გაეხვრიტა Tiger I-ის ჯავშანი, თუმცა გვერდზე მოხვედრისას ჯავშანმხვრეტი ქვეკალიბრიანი ჭურვით შეეძლო 500 მეტრიდან გახვრეტა. T34/85-ის 85 მმ-იან ქვემეხს შეეძლო წინიდან გაეხვრიტა 120-200 მეტრიდან.

ამერიკულ M4 Sherman-ის 75 მმ-იან ქვემეხს წინიდან არ შეეძლო გაეხვრიტა Tiger I ჯავშანი, თუმცა 100 მეტრიდან გვერდებში მოხვედრისას თუ შეძლებდა მის გახვრეტას. ბრიტანულ M4 Sherman ფაირფლაის რომელსაც ახალი 76,2 მმ–იან ("ჩვიდმეტგირვანქიანი") ქვემეხი ეყენა, შეეძლო გაეხვრიტა 1000 მეტრიდან. აშშ–ის არმიის ანტი ტანკებს, რომლებსაც 90 მმ–იანი ქვემეხი ეყენათ (M36 Jackson (ემ36 ჯექსონ), M26 Pershing (მძიმე ტანკი ემ 26 პერშინგ) და M2 AA/AT ) შეეძლოთ 1000 მეტრიდან წინა (ფრონტალური) ჯავშნის გახვრეტა, ხოლო ჯავშანმხვრეტავი ქვეკალიბრიანი ჭურვით კი 2000 მეტრიდან.

1943 წელი.გეორგი ჟუკოვი ათვალიერებს ნაალაფარ გერმანულ ტანკს

1942 წლის 23 აგვისტოს დილას, პირველი ოთხი „ტაიგერი“ სარკინიგზო ტრანსპორტით გაიგზავნა აღმოსავლეთის ფრონტზე. ტანკების პირველი საბრძოლო გამოცდა ლენინგრადის ფრონტზე უნდა მომხდარიყო. 27 აგვისტოს დილას წითელმა არმიამ ლენინგრადში დაიწყო ოპერაცია სინოვიანსკი. 29 აგვისტოს „ტაიგერები“ ჩამოიტვირთეს სადგურზე და უნდოდათ გამოეყენებინათ კონტრშეტევაზე გადმოსული წითელი არმიის წინააღმდეგ, თუმცა ახალი ტანკები მალევე მწყობრიდან გამოვიდნენ. 2 ტანკს გადაცემათა კოლოფი მოეშალა ხოლო მესამეს ძრავა გადაუხურდა და დაეწვა. ტანკების შესაკეთებლად სპეციალურად თვითმფრინავი ჩაფრინდა, გერმანელებს უნდოდათ მაქსიმალურად სწრაფად შეეკეთებინათ და სრულ მწყობრში ჩამდგარიყო დაზიანებული სამი ტანკი. 15 სექტემბერს ტანკები უკვე მზად იყო ბრძოლისთვის.

22 სექტემბერს PzKpfw III-თან ერთად განახორციელეს პირველი შეტევა ახალი „ტაიგერებით“. ბრძოლისას ერთ-ერთ „ტაიგერს“ 122 მმ–იანი მძიმე 25–კილოგრამიანი ჭურვი მოხვდა, რის გამოც ძრავა გაეთიშა. დანარჩენმა სამმა უკან დაიხია სერიოზული დაზიანებებით, სამივე ტანკი მალევე მწყობრიდან გამოვიდა, მეოთხე ტანკის ევაკუაცია ვერ მოხერხდა, რის გამოც „ტაიგერი“ წითელი არმიის ხელში მოხვდა.

ამის შემდეგ ტანკი "ტაიგერი" 1943 წლის 12 იანვარს ნახეს, რა დროსაც ტანკმა 12 T-34 (ტე–34) გაანადგურა.

ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისას წითელმა არმიამ ხელთ იგდო თითქმის სრულიად დაუზიანებელი "თაიგერი", რომელსაც ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მათ შორის ტექნიკური პასპორტიც კი.

ოპერაცია "ციტადელი" – კურსკის ბრძოლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თაიგერები კურსკის ბრძოლებისას

1943 წელს ტანკმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთის ფრონტზე კურსკის ბრძოლაში. სულ 148 „ტაიგერი“ მონაწილეობდა და მათი მიზანი უმეტესად კარგად დაცული პოზიციების გარღვევა იყო. ტანკს ეფექტიანად იყენებდნენ და უამრავი ჯავშანტექნიკის განადგურება შეძლეს. მაშინ, როდესაც გერმანულ ტანკს შორიდან შეეძლო საბჭოთა ტანკის განადგურება, ამ დროს საბჭოთა ტანკებს სჭირდებოდათ მასთან ახლოს მიახლოვება და გვერდებზე სროლა, რათა ტანკი დაეზიანებინათ. ოპერაცია „ციტადელის“ შედეგად განადგურდა 8800 საბჭოთა ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.

ტუნისის ბრძოლებისას

ალ-ამეინის მეორე ბრძოლისას ერვინ რომელმა დამარცხება განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია. ჰიტლერმა ამ მიზეზით კი ტუნისში ახალი "თაიგერები" გააგზავნა.

1942 წლის 1 დეკემბერს პირველი შეტევა განხორციელდა თაიგერებით, ბრძოლისას 150 მეტრიდან "ტაიგერმა" 2 M3 Lee (ემ3 ლი) გაანადგურა. შემდეგ დღეს გაანადგურა 4 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, 6 მსუბუქი ტანკი M3 Stuart და 2 ნახევრად მუხლუხო ჯავშანტრანმზიდი.

ერთი კვირის განმავლობაში "ტაიგერებმა" გაანადგურეს 25 ქვემეხი, 9 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და ჯავშანმზიდი, 7 ტანკი, 125 სატვირთო მანქანა, 2 ჯავშანავტომობილი და ტყვედ აიყვანეს 235 სამხედრო პირი.

ტუნისის ბრძოლებისას 20-24 აპრილს "ტიგერებმა" 75 მოწინააღმდეგის ტანკი გაანადგურდა, თუმცა ბრძოლა მაინც წააგეს. გარკვეული მათგანის აფეთქება ეკიპაჟმა მოასწრო, თუმცა რამდენიმე მაინც ხელში ჩაუვარდათ მოწინააღმდეგეს.

მოკავშირეთა პასუხი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტუნისის ბრძოლებისას

აშშს არმია სათანადოდ არ მოემზადებულა მძიმე გერმანულ „ტაიგერთან“ საბრძოლველად, რადგან ფიქრობდნენ რომ მათ მცირე რაოდენობით გამოიყვნადნენ ფრონტის ხაზზე. მოკავშირეთა შეიარაღებას, ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო, მისი განადგურება უჭირდა. 76.2 მმ-იანი M1 ქვემეხს ჯავშანმხვრეტი ჭურვით, რომელიც აშშს არმიამ ფრონტის ხაზზე გაიტანა, სულ რაღაც 900 მეტრიდან შეეძლო „ტაიგერის“ განადგურება, მოგვიანებით ბრძოლის ველს შემოემატა 90 მმ-იანი M1/M2/M3 ქვემეხები, რომელთა წარმადობაც შედარებით გაზრდა, ამიტომაც მოგვიანებით დაამაგრეს M36 ანტიტანკზე და M26 Pershing-ზე.

M26 Pershing-ს პირველი მსხვერპლი

მოგვიანებით გამოცდილმა ბრიტანეთმა თავიანთ ტანკებს 1942 წლიდან გაუძლიერა ჯავშანი და შეიარაღება. Ordnance QF 17 pounder ტიპის ქვემეხზე მუშაობა 1940 წელს დაიწყო და 1942 წლისთვის უკვე 100 მსგავსი ქვემეხი იყო მზად. ახალი ქვემეხები აფრიკაში გაიგზავნა და წარმატება მოიპოვა გერმანულ "ტაიგერთან" ბრძოლაში.

ბრიტანული კრეისერული ტანკები ჩამოუვარდებოდნენ გერმანულ ტანკებს ამიტომაც ახალ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდათ, თუმცა 1942 წლისთვის A30 Challenger-ის მხოლოდ პროტოტიპი იყო შექმნილი, ქვემეხად Ordnance QF 17 pounder ეყენა, თუმცა ჯავშანი მხოლოდ 64 მმ-იანი იყო რაც ძალიან ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგის ტანკებს. მხოლოდ 200 მსგავსი ტანკი აიწყო. Sherman Firefly რომელიც ასევე 17 pounder 76,2 მმ-იანი ქვემეხით იყო შეიარაღებული, წარმატებულად იბრძოდა „ტაიგერების“ წინააღმდეგ (ერთ-ერთ შეტაკებაში ერთმა Sherman Firefly-მ 12 წუთის განმავლობაში 3 "ტაიგერი" გაანადგურა). სულ 2000-მდე Sherman Firefly დამზადდა.

17 pounder-ი დაყენებული ჰქონდა A30 Challenger,A34 Comet, Sherman Firefly, 17pdr SP Achilles, და 17pdr SP Archer-ს.

მიქაილ ვიტმანი.1944 წელს,ოპერაცია ოვერლორდიდან 1 თვით ადრე

„ტაიგერი“ იყო ერთადერთი მიზეზი რის გამოც საბჭოთა კავშირმა 57 მმ ZiS-2 ტიპის ქვემეხის წარმოება განაახლა, რომელიც ჯერ კიდევ 1941 წელს შეჩერდა (ჩაანაცვლეს უფრო იაფი შეიარაღებით). ZiS-2-ს ბევრად უკეთ შეეძლო გაეხვრიტა მისი ჯავშანი ვიდრე F-34 ტიპის ქვემეხს. მსგავსი ქვემეხი T-34-ც დაყენდა თუმცა სერიულად არ უწარმოებიათ. 85 მმ 52-K ქვემეხი სპეციალურად ტანკებთან ბრძოლისთვის გადაკეთდა და SU-85-ზე დაყენდა. 1944 წლისთვის უკვე გაძლიერებული T-34/85 გამოჩნდა, ახალი ვერსია უკვე SU-85-ს უტოლდებოდა, SU-85 SU-100-მა ჩაანაცვლა რომელსაც უფრო ძლიერი 100 მმ-იანი ქვემეხი ეყენა, ახალი ტანკგამანადგურებელი 135 მმ-იან ჯავშანს შვეულად მოხვედრისას 500 მეტრიდან ხვრეტდა. აგრეთვე საბჭოეთში 1944 წლის სექტემბრიდან დაიწყო 100 მმ–იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის "დე–10–ეს"–ის წარმოება.

1943-44 წლებში ახალი საბჭოთა მძიმე თვითმავალი საარტილერიო დანადგარები SU-152 და ISU-152 გამოჩნდნენ. მათ შეიარაღებაში 152,4 მმ-იანი ჰაუბიცა–ქვემეხი იყო, თუმცა მათ უფრო ფორტიფიკაციული ნაგებობების გასანადგურებლად იყენებდნე ვიდრე ტანკებისას. თუმცა ომის ბოლოსთვის აღმოაჩინეს რომ 152 მმ–იანი ქვემეხი ეფექტიანი იყო მძიმე ტანკების წინააღმდეგ და მეტსახელად ზვერობოი (მხეცის მკვლელი) შეარქვეს. 152,4 მმ-იანი ჭურვი 45 კილოგრამს იწონიდა და 1000 მეტრიდან ადვილად ხვრეტდა "ტაიგერს" სტანდარტული ჭურვით, თუმცა ჭურვის წონა და კალიბრი საშუალებას არ აძლევდა 20 ჭურვზე მეტი წაეღო და სწრაფი გასროლა ეწარმოებინა. მაგრამ ერთ-ერთი პირობა ნაცისტური კოალიციის გამარჯვებისა მეორე მსოფლიო ომში, იყო ის, რომ აშშ-ს საბჭოეთისა და დიდმა ბრიტანეთის მიერ წარმოებული საბრძოლო ტანკები 10-ჯერ აღემატებოდა ნაცისტური რაიხის მიერ წარმოებულ ტანკებს.

ერთი „ტაიგერის“ წარმოება ჯდებოდა 300 000 რაიხსმარკა, რაც 7 000 მუშის თვიურ ხელფასს უდრის.

წარმოება PzKpfw. VI Tiger
იანვ. თებ. მარტი აპრ. მაისი ივნისი ივლისი აგვ. სექ. ოქტ. ნოემ. დეკ. სულ
1942 1 8 3 11 25 30 78
1943 35 32 41 46 50 60 65 60 85 50 60 65 649
1944 93 95 86 104 100 75 64 6 623

1942-44 წლებში სულ გამოშვებული იქნა 1350 (სხვა მონაცემებით 1354) ტანკი თაიგერი.

ტანკის ბაზაზე მცირე შეიარაღება არის შექმნილი, მათ შორის არის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Sturmtiger. ასევე ტანკ სარემონტო მანქანა პორშე ვეფხვი 1 და პორშე ვეფხვი 2, ეს მანქანები შედიოდნენ 654-ე ტანკსაწინააღმდეგო დივიზიაში რომლებიც დაკომპლექტებულნი იყვნენ Ferdinand/Elephant-ებით. იტალიაში შექმნეს საინჟინრო ტანკი რომელსაც ნაღმების ასაფეთქებლად იყენებდნენ და გზას ასუფთავებდნენ. ქვემეხის მაგივრად ამწე ჰქონდა დამონტაჟებული.

  • Jentz, Thomas L. (1997). Germany's Tiger Tanks: Tiger I & II : Combat Tactics. Atglen, PA: Schiffer Publishing. ISBN 978-0-7643-0225-1.
  • Carius, Otto and Edwards, Robert J (2003). "Tigers in the Mud - The Combat Career of German Panzer Commander Otto Carius". Stackpole Books. ISBN 978-0-8117-2911-6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Kliment, C.K. and Bernád, D. (2007): Maďarská armáda 1919-1945 (n.b.- The source mentions that perhaps 15 vehicles had been delivered but only 13 are accounted for in the Hungarian Army sources)