შინაარსზე გადასვლა

ვერხოტურეს წმინდა ნიკოლოზის მონასტერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერხოტურეს წმინდა ნიკოლოზის მონასტერი

ჯვართამაღლების საკათედრო ტაძარი

ვერხოტურეს წმინდა ნიკოლოზის მონასტერი — რუსეთი
ვერხოტურეს წმინდა ნიკოლოზის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 58°51′49″ ჩ. გ. 60°48′33″ ა. გ. / 58.86361° ჩ. გ. 60.80917° ა. გ. / 58.86361; 60.80917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ვერხოტურე
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6600000703
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVII საუკუნე

ვერხოტურეს წმინდა ნიკოლოზის მონასტერი (რუს. Верхотурский Николаевский монастырь) — მართლმადიდებლური მონასტერი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ვერხოტურეში. მონასტერი დაარსდა 1604 წელს.

მონასტერი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას. მონასტერი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მონასტერი 1604 წელს დააარსა პოშეხონელმა საეკლესიო პირმა იონამ, რომელიც ადრე მღვდელი იყო. 1704 წელს მიტროპოლიტ ფილარეტის ინიციატივთ წმინდა სვიმეონის ცხედარი მერკუშინოდან გადაასვენეს წმინდა ნიკოლოზის მონასტერში.

1716 წელს მთელი მონასტერი გაანადგურა ხანძარმა, მაგრამ სიმეონ ვერხოტურელის სხეული უვნებელი გადარჩა. მონასტერთან ოქტომბრის რევოლუციამდე მოქმედებდა ორკლასიანი სკოლა და თავშესაფარი.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალულია ურალის მიწების ზეციური მფარველის სიმეონ ვერხოტურელის სხეული, რომელსაც წლის განმავლობაში უამრავი მომლოცველი ნახულობდა და ნახულობს დღესაც. მონასტრის ტერიტორია უზარმაზარია, უფრო დიდია, ვიდრე მოსკოვის კრემლი. მონასტერი მდებარეობს მდინარეების კალაჩიკისა და სვიიაგის შორის მდებარე ბორცვზე.

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მონასტერი დახურა, მის შენობებს გამოიყენებდნენ არასრულწლოვანთა კოლონიისათვის. საბჭოთა პერიოდში მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებული იყო მცირეწლოვან დამნაშავეთა კოლონია. 1990 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ნიკოლოზის მონასტერი აღდგა. დაიწყო მონასტრის ნაგებობების აღდგენითი სამუშაოები.

მონასტრის მთავარი ტაძარი - წმინდა ნიკოლოზის ეკლესია საბჭოთა პერიოდს ვერ გადაურჩა, მაგრამ მონასტერის ტერიტორიაზე მდებარეობს კიდევ სამი (ყველა მოქმედი) ეკლესია. მონასტრის შიგნით ქალებს ქვედაბოლოს გარეშე შესვლა ეკრძალებათ.

ჯვართამაღლების საკათედრო ტაძარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯვართამაღლების საკათედრო ტაძარი

ეკლექტიკის სტილში აგებული ჯვართამაღლების მონასტერი შენდებოდა 1905-1913 წლებში, არქიტექტორი ალექსანდრე ტურჩევიჩი. ტაძარი მოცულობით მესამეა რუსეთში მოსკოვის მაცხოვრის ტაძრისა და სანქტ-პეტერბურგის ისააკის ტაძრის შემდეგ. ტაძარი გაიხსნა 1913 წელს და მიუძღვნეს რომანოვების დინასტიის ტახტზე ასვლის 300 წლისთავს. ტაძრის შიგნით მდებარეობს სამი კანკელი, რომლებიც გაანადგურეს საბჭოთა პერიოდში და აღადგინეს 1998 წელს ვერხოტურეს 400 წლისთავთან დაკავშირებით. ტაძარში დაკრძალულია სიმეონ ვერხოტურელი. ტაძარი აგებულია რუსულ-ბიზანტიურ არქიტექტურულ სტილში. მთავარი ტაძარი ჯვართამაღლების სახელზე აკურთხეს 1913 წლის 11 სექტემბერს. მარცხენა ეგვტერი სიმეონ ვერხოტურელის სახელზე აკურთხეს 1914 წლის 27 მაისს, მარჯვენა ეგვტერი აკურთხეს 1916 წლის 10 სექტემბერს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.

ფერისცვალებისა და სვიმეონისა და ანას კარიბჭის ეკლესია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სვიმეონისა და ანას კარიბჭის ეკლესია
ფერისცვალების ეკლესია

წმინდა ნიკოლოზის მონასტრის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს 1821 წელს კლასიციზმის სტილში აგებული ფერისცვალების ეკლესია სამრეკლოთი, რომელიც დაანგრიეს 1930-იან წლებში და აღადგინეს 1998 წელს და სვიმეონისა და ანას სახელობის ეკლესია, რომელიც აგევბულია 1856 წელს ტრადიციულ ძველრუსულ არქიტექტურულ სტილში, არქიტექტორი ალექსანდრე კომაროვი. ასევე შემონახულია სხვა სამონასტრო შენობებიც, მათ შორის აღსანიშნავია ძმათა კორპუსი და წინამძღვრის კორპუსი, რომელშიც განთავსებულია მართლმადიდებლური მუზეუმი.

კედლის გარეთ მდებარეობს 1913 წელს აგებული ნიკოლოზ II-ისათვის გამზადებული ხის სახლი საპატიო სტუმრებისათვის, არქიტექტორი სავარაუდოდ ვლადიმირ პოკროვსკი. მასში 2008 წლამდე მასში განთავსებული იყო ვერხოტურის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი. შენობა ძალიან დაზარალდა ხანძრის დროს, რომელიც გაჩნდა 2010 წლის 11 ნოემბერს.

  • Сойкин П. П. Верхотурский Николаевский монастырь // Православные русские обители: Полное иллюстрированное описание православных русских монастырей в Российской Империи и на Афоне. — СПб.: Воскресение, 1994. — С. 164-165. — 712 с. — 20 000 экз. — ISBN 5-88335-001-1.
  • М. Ю. Нечаева. Верхотурский во имя Святителя Николая Чудотворца мужской монастырь // Православная энциклопедия. — М. : Церковно-научный центр «Православная энциклопедия», 2004. — Т. VIII. — С. 24-28. — 752 с. — 39 000 экз. — ISBN 5-89572-014-5.
  • Монастыри Среднего Урала. Уральские обители до 1935 года. — Малыш и Карлсон, 2008. — 50 с. — 2000 экз.
  • Рычков А. В. 12 путешествий по Среднему Уралу. — Малыш и Карлсон, 2010. — 50 с. — 5000 экз. — ISBN 978-5-9900756-1-0.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]