ველებიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ველებიტი
ველებიტი
ველებიტი
კოორდინატები: 44°32′ ჩ. გ. 15°14′ ა. გ. / 44.533° ჩ. გ. 15.233° ა. გ. / 44.533; 15.233
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
უმაღლესი წერტილი ვაგანსკი-ვრხი
სიმაღლე 1757 
ფართობი 2200 კმ²
სიგრძე 150 კმ
სიგანე 10-30 კმ
ველებიტი — ხორვატია
ველებიტი

ველებიტი (ხორ. Velebit) — ქედი დინარის მთიანეთში, ხორვატიაში. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ადრიატიკის ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 150 კმ-ზე. ციცაბოდ ეშვება ზღვისკენ. სიმაღლე 1757 მ-მდე (მთა ვაგანსკი-ვრხი). ჩვეულებრივ ველებიტი 4 ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთი ველებიტი, შუა ველებიტი, სამხრეთი ველებიტი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ველებიტი. უმთავრესად აგებულია კირქვებით. განვითარებულია კარსტი. არის მღვიმეები. დასავლეთი ციცაბო კალთები უტყეოა, დამრეცი აღმოსავლეთი კალთები 1300 მ-მდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით, უფრო მაღლა — წიწვოვანი ტყეა. ველებიტი ბუნების პარკად არის გამოცხადებული. გამოიყოფა 2 ეროვნული პარკი: ჩრდილოეთ ველებიტი და პაკლენიცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]