ვაჰე ვაჰიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჰე ვაჰიანი
დას. სომხ. Վահէ Վահեան
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1908(1908-12-28)
დაბადების ადგილი Gürün, Sivas Vilayet, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 19 აგვისტო, 1998(1998-08-19) (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბეირუთი, ლიბანი
ფსევდონიმი Վահէ-Վահեան
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი და მწერალი
ენა სომხური ენა
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 ლიბანი
ალმა-მატერი Aleppo College და ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი
ჯილდოები წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი
გავლენა მოახდინეს

ვაჰე-ვაჰიანი (დაბადებული სარქის აბდალიანი დ. 22 დეკემბერი, 1908 — გ. 19 აგვისტო, 1998) — სომეხი პოეტი, მწერალი, რედაქტორი, პედაგოგი და ორატორი. [1]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჰე ვაჰიანი დაიბადა 1908 წლის 22 დეკემბერს, თურქეთში. იყო ვაჭარი ჰაგოპ აბდალიანის და აზნივ ვართაბედიანის მეხუთე ვაჟი. ვაჰემ თავის დებთან და დებთან ერთად მოახერხა 1915 წლის სომხების გენოციდის დროს გადარჩენა. ბავშვობაში, ვაჰე თავისი ორი ძმისა და მამის მკვლელობის მოწმე გახდა, ეს მოგონებები მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. მან უმაღლესი განათლება მიიღო სტრუქტურულ ინჟინერიაში და 1930 წელს დაამთავრა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ის ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას ბრუმანას საშუალო სკოლის უმაღლეს კლასებში, შემდეგ კი 1935 წელს იგი მიიწვიეს მელქონიის განათლების ინსტიტუტში, რომელიც ნიკოზიაში, კვიპროსში მდებარეობს. ინსტიტუტში იყო სომხური ენისა და ლიტერატურის ლექტორი.

1936 წელს, მელქონიანში, ვაჰე-ვაჰიანი შეხვდა აშხენ შადანს, რომელიც ასევე მასწავლებელი იყო, მასზე ვაჰემ 1938 წელს იქორწინა. მათ შეეძინათ სამი შვილი, წოლაკი, ვაჰრამი და შოგერი.

1955 წელს მისი მეუღლეს, აშხენი გარდაიცვალა, რამაც ვაჰე დიდად დაამწუხრა. გარდა პედაგოგობისა, იგი იბრძოდა, სომხური ლიტერატურისა და ხელოვნების სომხური გაზეთის ანის გამოსაცემად, რომლის გამოცემაც ცოტა ხნის განმავლობაში შემწყდარი იყო. 1968 წელს ვაჰე-ვაჰიანმა გამოაქვეყნა ლექსების სერია, რომელიც მან გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა.

1957 წელს ვაჰე-ვაჰიანი დაქორწინდა ანაჰიდ თოფჯიანზე და მათ შეეძინათ ქალიშვილი, სახელად შილა (1958). მისი ლექსების წიგნი, Twilight Chime and Murmur (1990) ეძღვნება ანაჰიდს, მეუღლის მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.

1976 წელს ვაჰე-ვაჰიანს მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპა, მან მეუღლის დაკარგვით გამოწვეული შოკი და მწუხარება 29 ლექსით შემდგარ წიგნში აღწერა, სახელწოდებით ძეგლი ვაჰრამის ხსოვნას (1977).

მან მოგვიანებით გაიგო, რომ მისი ვაჟი გარდაიცვალა. ამ დროს, ვაჰე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მოგზაურობდა, რათა ლიბანში დარჩენილ სომეხთათვის ფულადი სახსრები მოეპოვებინა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან სწავლა ადგილობრივ „სომხურ ეროვნულ სკოლაში“ დაიწყო, თუმცა 1914 წელს დეპორტაციის გამო, მან განათლების მიღება ამ სკოლაში ვეღარ შეძლო. [2] ბავშვობაში მას უწევდა თურქი ტერორისტების გავლენის ქვეშ ცხოვრება, რაც აისახა კიდეც მის ლიტერატურაში.

სომეხთა გენოციდისგან გადარჩენილს თურქეთის დატოვება მოუხდა, იგი აინთაბში დაბრუნდა, სადაც დადიოდა ადგილობრივ „ვართანიანის სკოლაში“. 1921 წელს საბოლოოდ დასახლდნენ ალეპოში (სირია), სადაც სწავლა განაგრძო სომხურ ევანგელურ სკოლაში, მოგვიანებით სკოლას ალეპოს კოლეჯი ეწოდა. 1925 წელს ჩაირიცხა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც 1930 წელს მიიღო სტრუქტურული ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი. [3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს მან დაიწყო მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის სწავლება ბრუმანას საშუალო სკოლაში, ლიბანში. 1935 წელს იგი მიიწვიეს სომხური ენისა და ლიტერატურის თანამდებობაზე, მელკონის საგანმანათლებლო ინსტიტუტში .

1946 წლის შემოდგომაზე ის გადავიდა ბეირუთში, სადაც ყოველთვიურად გამოდიოდა სომხური ლიტერატურისა და ხელოვნების გაზეთი ანი. 1947 წელს იგი დაინიშნა სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგად, ბეირუთის უმაღლეს სასწავლებლებში. ამ სამუშაოს იგი ნახევარ განაკვეთზე ასრულებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Famous Poet Editor and Writer Vahe Vahian Dies“. Asbarez. 25 August 1998. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
  2. Bardakjian, Kevork B. (2000). A Reference Guide to Modern Armenian Literature 1500-1920. Wayne State University Press, გვ. 556. ISBN 0-8143-2747-8. „vahe vahean.“ 
  3. Brogan, Terry V. F. (1995). The Princeton Handbook of Multicultural Poetries. Princeton University Press. ISBN 0691001685. „Vahe Vahian.“