ვახტანგ მურუსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ მურუსიძე (დ. 24 ოქტომბერი, 1918, პლასტუნკა, ახლანდელი კრასნოდარის მხარე — გ. 1990) — ქართველი გენერალ-მაიორი (1967), საქართველოს სსრ-ის სამხედრო კომისარი (1962-1979)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს დაამთავრა თელავის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელ. გაიგზავნა კავკასიის ფრონტის 296-ე დივიზიაში, სადაც მსახურობდა ოცეულის, ასეულის და ბატალიონის მეთაურად. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1941 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებში იყო. 1951 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელმწიფო სამხედრო აკადემია. მსახურობდა ამიერკავკასიის გვარდიულ შენაერთებში. 1962 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ-ის სამხედრო კომისრად. 1979-1989 წლებში იყო საქართველოს წყალზე მაშველი საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]