შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ გორგასლის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ გორგასლის აჯანყება — დაწყებული 482 წელს ირანის წინააღმდეგ.

ვახტანგ მეფეზე „ქართლის ცხოვრებაში“ ცელკე თხზულება არის შესული „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, რომლის ავტორია ჯუანშერი. ვახტანგ I იყო შესანიშნავი სარდალი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან. საქართველოს გაერეთიანებისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, შეუზღუდავი სამხედრო ხელისუფლებისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება ქართლისან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა, მათ ზურგს უმაგრებდა ირანი. პირველი იერიში მეფემ ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ქართლის ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია. შექმნა ახალი საეპისკოპოსოები. სამეფო დომენში (კახეღ-კუხეთ, ჰერეთი) ხუთი ახალი ეპისკოპოსი დანიშნა. ამ აქციით ვახტანგმა ეკლესია უფრო მეტად სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა, მოუპოვა დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და გაააქტიურა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვახტანგმა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდ. კავკასიის ჰუნებს. ვახტანგ I-მა მოხერხებულად ისარგებლა ირანის გართულებული ვითარებით შუა აზიაში და 482 წელს დაიწყო აჯანყება. მან მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულთა მხარეს იყო, მაგრამ ვახტანგმა ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ჰუნებისაგან. არც ბიზანტია დაეხმარა. ამას დაერთო შინაურ მტერთა აშლილობა და 483–484 წლებში ირანელებთან შეტაკება ვახტანგის დამარცხებით დამთავრდა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 41, ISBN 99928-58-36-2.