ვასილი გოლიცინი
ვასილი გოლიცინი | |
---|---|
რუს. Василий Голицын | |
| |
დაბადების თარიღი | 1643[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | მოსკოვი |
გარდაცვალების თარიღი | 21 აპრილი (2 მაისი), 1714 |
გარდაცვალების ადგილი | პინეგა |
მოქალაქეობა | რუსეთის სამეფო |
მამა | Vasily Golitsyn |
დედა | Tatyana Romodanovskaya |
ვასილი გოლიცინი (დ. 1643 ― გ. 21 აპრილი, 1714) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაწინაურდა მეფე თედორე III-ის დროს. 1660-70-იან წლებში ეკავა სხვადასხვა სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობები. 1682 წელს მისი მეთაურობით კომისიამ გააუქმა „მესტნიჩესტვო“. 1682 წელს სტრელეცების აჯანყების შემდეგ მიემხრო მილოსლავსკებს. იყო სოფია ალექსის ასულის ფავორიტი და ხელთ იგდო სახელმწიფო საქმეების ხელმძღვანელობა. იყო მისი დროის ერთ-ერთი გამორჩეულად განათლებული ადამიანი. ემხრობოდა დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობების გაფართოებას. 1683 წელს მიაღწია კარდისის საზავო ხელშეკრულების დადასტურებას. 1686 წელს დიდი ნიჭი გამოამჟღავნა პოლონეთთან საუკუნო ზავის დადებისას. სათავეში ედგა ყირიმის სახანოს საწინააღმდეგო ლაშქრობებს 1687 და 1689 წლებში. 1689 წლის სასახლის გადატრიალების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა პეტრე I, გოლიცინს ჩამოართვეს ბოიარინობის წოდება, მამულები და გადაასახლეს არხანგელსკში, სადაც გარდაიცვალა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 209.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვასილი გოლიცინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ვასილი გოლიცინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ Faceted Application of Subject Terminology
- ↑ LIBRIS
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ NUKAT — 2002.
- ↑ Sapere.it — De Agostini Editore, 2001.
- ↑ MAK