შინაარსზე გადასვლა

ვასილი გოლიცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილი გოლიცინი
რუს. Василий Голицын


დაბადების თარიღი 1643[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი მოსკოვი
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი (2 მაისი), 1714
გარდაცვალების ადგილი პინეგა
მოქალაქეობა რუსეთის სამეფო
მამა Vasily Golitsyn
დედა Tatyana Romodanovskaya
მეუღლე/ები Q125881901?
შვილ(ებ)ი Q111937360?

ვასილი გოლიცინი (დ. 1643 ― გ. 21 აპრილი, 1714) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე.

დაწინაურდა მეფე თედორე III-ის დროს. 1660-70-იან წლებში ეკავა სხვადასხვა სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობები. 1682 წელს მისი მეთაურობით კომისიამ გააუქმა „მესტნიჩესტვო“. 1682 წელს სტრელეცების აჯანყების შემდეგ მიემხრო მილოსლავსკებს. იყო სოფია ალექსის ასულის ფავორიტი და ხელთ იგდო სახელმწიფო საქმეების ხელმძღვანელობა. იყო მისი დროის ერთ-ერთი გამორჩეულად განათლებული ადამიანი. ემხრობოდა დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობების გაფართოებას. 1683 წელს მიაღწია კარდისის საზავო ხელშეკრულების დადასტურებას. 1686 წელს დიდი ნიჭი გამოამჟღავნა პოლონეთთან საუკუნო ზავის დადებისას. სათავეში ედგა ყირიმის სახანოს საწინააღმდეგო ლაშქრობებს 1687 და 1689 წლებში. 1689 წლის სასახლის გადატრიალების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა პეტრე I, გოლიცინს ჩამოართვეს ბოიარინობის წოდება, მამულები და გადაასახლეს არხანგელსკში, სადაც გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]