ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 2014-2015 — ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 84-ე გათამაშება. სეზონი დაიწყო 2014 წლის 24 აგვისტოს და დასრულდა 2015 წლის 24 მაისს. რიგით 23-ედ ჩემპიონობა მოიპოვა „ბარსელონამ“ რომელსაც ორი ქულით ჩამორჩა მადრიდის „რეალი“. ჩემპიონატიდან გავარდნენ „ელჩე“, „ალმერია“ და „კორდობა“.