ერების საპყრობილე
ერების საპყრობილე — ფრანგი მწერლის და მოგზაურის, ასტოლფ დე კიუსტინის მიერ გამოყენებული დამახასიათებელი ფრაზეოლოგიზმი ავტორიტარული რუსეთის იმპერიისადმი. ასტოლფ დე კიუსტინი რუსეთის იმპერიას 1839 წელს ეწვია ნიკოლოზ I-ის მოწვევით. კიუსტინმა 1843 წელს გამოსცა ნაშრომი სახელად „რუსეთი 1839 წელს“ რომელშიც იგი ახასიათებდა რუსეთის იმპერიას და საზოგადოებას რამაც უდიდესი კრიტიკა გამოიწვია რუსულ და რუსოფილურ წრეებში. კიუსტინმა დაახასიათა რუსეთი როგორც „ერების საპყრობილე“ რომელიც წარმოადგენდა ჩამორჩენილ საზოგადოებას რომელსაც არ გააჩნდა სამართლებრივი სისტემა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობდა და იყო აზიური ტიპის მონარქიული რეპრესიული სისტემა. მან რუს იმპერატორს უწოდა „საპყრობილეს ზედამხედველი“. ვლადიმერ ლენინი ერთ-ერთი იყო რომელიც ახასიათებდა რუსეთს მსგავსი ტერმინით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Astolphe-Louis-Léonor Marquis de Custine (1843) La Russie en 1839