ენდი ბირსაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენდი ბირსაკი

ბირსაკი 2014 წლის იანვარში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ენდრიუ დენის ბირსაკი
აგრეთვე ცნობილი როგორც ენდი სიქსი[1], ენდი ბლეკი
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1990 (1990-12-26) (33 წლის)
დაბ. ადგილი აშშ-ის დროშა აშშ, ოჰაიო, ცინცინატი
ჟანრ(ებ)ი გლემ მეტალი, მძიმე მეტალი, მძიმე როკი, პანკ-როკი, მეტალკორი(ადრე)
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, პიანინო, სინთეზატორი
აქტიური 2006 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი andyblackmusic.com
blackveilbrides.net
ენდი ბირსაკი ვიკისაწყობში

ენდრიუ დენის ბირსაკი, აგრეთვე ცნობილი როგორც ენდი სიქსი (დ. 26 დეკემბერი, 1990) — ამერიკელი მომღერალი და პიანისტი. ენდი არის ამერიკული როკ ჯგუფ Black Veil Brides-ის შემქნელი და უცვლელი ვოკალისტი (ჯგუფის თავდაპირველი წევრებიდან ის ერთადერთია ვინც დღემდე Black Veil Brides-შია). 2014 წელს დაიწყო მუსიკალური სოლო პროექტი სახელად ენდი ბლეკი. ბავშვობაში ენდის საყვარელი ჯგუფები იყო Kiss და Mötley Crüe, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს მის მომავალ კარიერაზე, ენდის სურდა შეექმნა ჯგუფი, რომელიც თავისი საყვარელი ჯგუფების ერთგვარი კომბინაცია იქნებოდა.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირსაკი ოჰაიოს შტატში, ცინცინატში დაიბადა.[2] ადრეულ ასაკში ენდი სწავლობდა დაწყებითი განათლების კათოლიკურ სკოლაში, რომლის შესახებაც საუბრობს არაერთ ინტერვიუში. მისი სკოლამდელი მასწავლებელი იყო ჯეიმზ პიტერსი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ენდის კრეატიულობის ამღლებაში. ენდის ჩაცმულობისა და მუსიკალური გემოვნების (ის უსმენდა Misfits, Avenged Sevenfold და სხვა მსგავსი მიმდინარეობის ჯგუფს) გამო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდა. ამ ზეწოლამ ასახვა ჰპოვა მისი ჯგუფის სიმღერაში „Knives and Pens“.[3]

დაწყებითი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ენდიმ ციცინატის შემოქმედებითი და საშემსრულებლო სკოლაში, დრამატული და ვოკალური მუსიკის ასპირანტურაში გააგრძელა სწავლა. 2 დღის შემდეგ 18 წლის გახდა, დატოვა სკოლა და კარიერული წინსვლის იმედით ლოს-ანჯელესში გადავიდა.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Black Veil Brides[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14 წლის ასაკში ენდიმ რამდენიმე მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი „ბირსაკი“, რომელიც მოგვიანებით Black Veil Brides-ად იქცა.[5]

2014 წლის სექტემბერში ენდის ჯგუფმა ოფიციალურად დაარეგისტრირა ლეიბლი სახელად StandBy Records.[6] იმავე წელს ჩაიწერა მათი პირველი სიმღერა „Knives and Pens“, რომელსაც დღემდე 200 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. ქვეყანაში მათ პირველ საგასტროლო ტურს „On Leather Wings“ ერქვა. მათი სადებიუტო ალბომი სახელად „We Stitch These Wounds“ 2010 წლის 20 ივლისს გამოვიდა, გაყიდვების რაოდენობამ პირველ კვირაში 13 000 ეგზემპლარი შეადგინა. ჯგუფის მეორე ალბომი 2011 წლის 14 ივნისს, მესამე კი 2013 წლის 8 იანვარს ჩაეშვა გაყიდვაში.

ენდი ბლეკი (Andy Black)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს ენდიმ დააანონსა, რომ აპირებდა სოლო პროექტის, სახელად ენდი ბლეკის (ინგლ. Andy Black) დაწყება. მან განმარტა, რომ სოლო კარიერა, ჯგუფთან შედარებით, მოცული იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული ვოკალით. 2016 წლის 17 მარტს გამოვიდა ენდი ბლეკის პირველი ალბომი „The Shadow Side.“

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ენდი ბლეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური დეტალები
The Shadow Side
  • გამოსვლის თარიღი: 6 მაისი, 2016
  • ლეიბლი: TBA
  • ფორმატი: ციფრული

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლი წელი ალბომი
„They Don't Need To Understand“ 2014 უალბომო
„We Don't Have To Dance“ 2016 „The Shadow Side“
როგორც რჩეული შემსრულებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სინგლი წელი შემსრულებელი ალბომი
„Asshole“ 2014 რუნი რეიდი „Watch Me“ [7]

მუსიკალური ვიდეოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლი წელი ალბომი ხელმძღვანელი
„They Don't Need To Understand“ 2014 უალბომო პატრიკ ფოგერტი
„We Don't Have To Dance“ 2016 „The Shadow Side“ უცნობია

Black Veil Brides-თან ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი წელი
„We Stitch These Wounds“ 2010
„Set the World on Fire“ 2011
„Wretched and Divine: The Story of the Wild Ones“ 2013
„Black Veil Brides“ 2014

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ნომინირებული ჯილდო შედეგი ადგილი
2011 ენდი ბირსაკი Revolver Magazine-ის 100 2011 წლის 100 საუკეთესო როკ ვარსკვლავი[8][9] მოგებული
2012 ენდი ბირსაკი Revolver Magazine-ის ოქროს ღმერთის ჯილდო: 2012 წლის საუკეთესო ვოკალისტი[10] ნომინირებული
2012 ენდი ბირსაკი Kerrang!-ის ჯილდო 2012 წლის ყველაზე „ცხელი“ მამაკაცი[11] ნომინირებული
2012 ენდი ბირსაკი Kerrang!'-ის 50 უდიდესი თანამედროვე როკ ვარსკვლავი მოგებული 4th
„—“ ნიშნავს, რომ ამ ნომინაციაში არ არსებობდა რიგბრივი ადგილი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Karan, Tim. (2011-04-13) Black Veil Brides vocalist Andy Six to go by actual last name. Altpress.com. ციტირების თარიღი: 2014-06-25.
  2. APTV: The Making Of Andy Biersack (Part 1 of 5) YouTube-ზე from 0:45 to 1:40. Alternative Press. 19 November 2013. Retrieved 21 November 2013.
  3. Black Veil Brides. Black Veil Brides "Knives and Pens" OFFICIAL VIDEO. https://www.youtube.com/watch?v=gFDCHdKbKBY. წაკითხვის თარიღი: January 2014.
  4. Petteri Pertola. (June 8, 2011) Black Veil Brides – Rockfreaks.net. Rockfreaks.net. ციტირების თარიღი: December 28, 2012.
  5. Black Veil Brides Interview. UGO.com (2011-04-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2013-01-13.
  6. Black Veil Brides featured in Billboard Magazine დაარქივებული 2015-07-06 საიტზე Wayback Machine. TheGauntlet.com 2010-07-08. Retrieved 2010-11-18
  7. Ronnie Radkes Mixtape Website. RonnieRadkeMixtape. Ronnie Radke. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 December 2013.
  8. Congrats To Revolver Magazine & Their 100th Issue m/ | PiercingMetal Musings. Piercingmetal.com (2011-12-16). ციტირების თარიღი: 2013-01-13.
  9. Brandon Geist. (2011-12-13) Revolver’s Mega 100th Issue—Featuring the 100 Greatest Living Rock Stars—on Newsstands Now – Revolver Magazine. Revolvermag.com. ციტირების თარიღი: 2013-01-13.
  10. Golden Gods 2012: The Winners | News @. Ultimate-guitar.com. ციტირების თარიღი: 2013-01-13.
  11. Kerrang! And the nominees are. Kerrang.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-10. ციტირების თარიღი: 2013-01-13.