ენგურს გაღმა ჩვენი სამშობლოა
ენგურს გაღმა ჩვენი სამშობლოა — ახალგაზრდულ-პატრიოტული საზოგადოებრივი ორგნაზიაცია. დაარსდა ქალაქ ზუგდიდში, 2011 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მატრიცული ტიპისაა და შედგება რამდენიმე ლიდერისგან. მისი წევრები არიან: დემეტრე ქარდავა, დემეტრე ხარებავა, ელიზაბეტა აბრალავა, ირაკლი თორდია, ირაკლი გრიგოლაია, თემურ სურგულაძე, აკო ქორქია, ლევან დადიანი, მედეა ჟვანია.
ორგანიზაციის მანიფესტის თანახმად, მათი მთავარი მიზანია მშვიდობიანი ბრძოლა აფხაზეთის დაბრუნებისათვის: „ჩვენი მიზანია, მოვუფრთხილდეთ საქართველოს! არა მარტო გვახსოვდეს აფხაზეთი, არამედ ვიბრძოლოთ იმ დღისთვის, როდესაც აქ, ამ ისტორიულ მიწაზე კვლავაც შედგება თანაცხოვრება აფხაზებსა და ქართველებს შორის, რადგან ამას ისტორიული ტრადიციები და სიყვარული უდევს საფუძვლად“.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზუგდიდში ახალგაზრდული მოძრაობა "ენგურს გაღმა ჩვენი სამშობლოა" ფუძნდება — საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"[მკვდარი ბმული]
- www.versia.ge[მკვდარი ბმული]
- ორგანიზაციის მანიფესტი[მკვდარი ბმული]
- გვერდი Facebook-ზე
- აქცია — ვიდეო Youtube-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ორგანიზაციის მანიფესტი. ციტირების თარიღი: 2011-28-09.[მკვდარი ბმული]