შინაარსზე გადასვლა

ელჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელჯი (LG)
დაფუძნდა 1947, 5 იანვარი
დამაარსებელი კუ ინ ხოი
სათავო ოფისი კორეა

ელჯი (LG) — მსოფლიოში ცნობილი ტექნიკის კომპანია.

ელჯის ისტორია იწყება 1957 წლის 5 იანვრიდან, როდესაც კორეის მოქალაქე კუ ინ ხოიმ დააარსა კომპანია Lak Chemical Co. თავიდან კომპანია ორიენტირებული იყო კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაზე. დროთა განმავლობაში, წარმოების განვითარებასთან ერთად Lak Chemical Co ქმნის რამდენიმე შვილობილ კომპანიას და იწყებს ახალი ტექნოლოგიების და ქიმიური საშუალებების წარმოებას.

1958 წლის 1 ოქტომბერს კუ ინ ხოი ქმნის ახალ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიას GoldStar (ოქროს ვარსკვლავი), რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენთვის ცნობილია როგორც კომპანია ელჯი (LG Electronics). სასტარტო პროდუქცია, გამოშვებული 1959 წელს იყო პირველი კორეული ტრანზისტული რადიომიმღები.

კომპანია ელჯი (LG) ელექტრო მოწყობილობების პირველი კორეული მწარმოებელია.1960 წელს გამოდის ელჯის ვინტილატორები. 1965 წელი კომპანიისთვის აღინიშნა ელჯის მაცივრების წარმოების დაწყებით, ხოლო 1966 წელი – შავ–თეთრი ელჯის ტელევიზორების წარმოებით. 1968 წელს გამოდის პირველი ელჯის სარეცხი მანქანა. 1969 წელს გამოდის GOLD STAR – ის ფირმის ელჯის კონდეციონერები.

იხსნება ელჯის მაღაზია და ელჯის სერვის ცენტრი.

პარალელურად ვითარდება კომპანიის ქიმიური წარმოება (საპნები, სარეცხი საშუალებები და სხვა), რომელიც გამოდის Lucky – ს საფირმო ნიშნით.

1969 წელს ხდება კომპანიის Lak Chemical Co რესტრუქტურიზაცია და კომპანიის დასახელება სახელად ერქმევა Lucky Group.

1976 წელს იქმნება ელჯის პირველი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც თანამშრომლობას იწყებს ცნობილ კომპანიებთან NEC, Siemens და Hitachi.

1981 წელს იქმნება GOLD STAR –ის შვილობილი კომპანია ამერიკაში. 1982 წელს კორეაში იწყება Lucky Group –ს პერსონალური კომპიუტერების წარმოება.

1994 წელს კომპანია Goldstar, რომელიც შედის Lucky Group – ის შემადგენლობაში ყიდულობს ამერიკული სატელევიზიო კომპანიის Zenith Electronics –ის აქციების 57% და ამერიკული კომპანია 3DO Corporation – ის აქციების 3%. ამავე დროს დებს კონტრაქტს კომპანია IBM –თან თანამშრომლობის შესახებ. ამავე წელს Goldstar და იაპონური კომპანია ALPS ხსნიან ერთობლივ სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიას Frontec, რომელიც ფოკუსირებულია თხევადკრისტალური მატრიცების და პლაზმური ტექნოლოგიების შექმნაზე.

1995 წლის მარტში კომპანიის ისტორიაში ხდება მნიშვნელოვანი გარდატეხა. Lucky და GoldStar ერთიანდება ერთი ბრენდის ქვეშ, რომელსაც ეწოდა ყველასათვის ცნობილი LG. 2003 წელს კომპანია LG და კომპანია Thomson ხელს აწერენ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას პლაზმური პანალების წარმოების შესახებ. 2005 წელს კომპანია უშვემს მსოფლიოში პირველ 102 დიუმიან ელჯის პლაზმურ მონიტორს.

ელჯის საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად კომპანიის ძირითადი მიმართულებაა კომპიუტერული ტექნიკა და განსაკუთრებით ელჯის მონიტორები და ელჯის ნოუთბუქები.

დღევანდელ დღეს კომპანია არის ერთ–ერთი წამყვანი მსოფლიო ბრენდი. ელჯის სათაო ოფისი არის სეულში. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს გახსნილი ოფისები და წარმოებები, რომლებშიც დასაქმებულია უამრავი ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ელჯი&oldid=4629593“-დან