შინაარსზე გადასვლა

ევა შპილრეინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევა შპილრეინის სახლი
რუს. Особняк Евы Шпильрейн
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
გახსნის თარიღი 1897

ევა შპილრეინის სახლი (რუს. Особняк Евы Шпильрейн) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე (სახლი 83). აგებულია 1897 წელს. ნაგებობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1][2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ააშენეს 1897 წელს. სახლში ცხოვრობდა შპილრეინის ცოლი სამ ქალიშვილთან ერთად. შენობა ეკუთვნოდა კბილის ექიმ ევა შპილრეინს (1863-1922 წწ.). აქვე მდებარებდა სტომატოლოგიური კლინიკაც. ამ სახლში გაატარა ბავშვობა და ახალგაზრდობა საბინა შპილრეინმა, რომელიც შემდგომში ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი გახდა[3].

1914 წლის მონაცემებით ევა შპილრეინის სახლში განთავსებული იყო ბელგიის საკონსულო, ხოლო ერთი ნაწილი არენდით ჰქონდა თურქეთის კონსულს. სხვა ბინები ნაქირავები ჰქონდათ იურისტებს, ინჟინრებსა და ბიზნესმენებს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. ევა შპილრეინი გოგონებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა ემიგრაციაში. მისი ქმარი დარჩა პატარა ოთახში კიბის ქვეშ, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაწილობრივ დაზიანდა ნაგებობის სახურავი. ომის დამთავრებისთანავე, ძალიან მალე მოახდინეს სახლის რესტავრაცია და კვლავ დაასახლეს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საცხოვრებელი სახლის არქიტექტურასა და ფასადის გაფორმებაში ჭარბობს ბაროკოს, რენესანსისა და კლასიციზმის ელემენტები.

მემორიალური დაფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს შენობის ფასადზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით:

ვიკიციტატა
„ამ სახლში ცხოვრობდა კ. იუნგისა და ზ. ფროიდის ცნობილი მოსწავლე საბინა შპილერინი 1885-1942 წწ.[4].“

მემორიალური დაფა დაამზადა როსტოველმა მოქანდაკემ ბ. კონდაკოვმა[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100035000
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-23.
  3. 3.0 3.1 Галина Пилипенко: Кира Найтли станет ростовчанкой. spielrein.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-28. ციტირების თარიღი: 2013-09-23.
  4. Постановление мэра г.Ростова н/д от 16.10.2002 n 2163 о наименованиях улиц, установке мемориальных досок. russia.bestpravo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-20. ციტირების თარიღი: 2013-09-23.