შინაარსზე გადასვლა

ეგზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეგზონი (ინგლ. ex(pressi)on-დან — გამოთქმა, გამოხატვა) — ეუკარიოტების გენის (დნმ-ის) უბანი, რომელიც ატარებს გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც აკოდირებს გენის პროდუქტის (ცილის) სინთეზს.

ეგზონების შესაბამისი დნმ-ის უბნები, ინტრონებისგან განსხვავებით, მთლიანადაა წარმოდგენილი ინფორმაციული რნმ-ის მოლეკულაში, რომელიც ცილის პირველად სტრუქტურას აკოდირებს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეგზონები შეესაბამებიან დომენებს (სტრუქტურულად ავტონომურ უბნებს) ცილაში და წარმოადგენენ პირველად გენეტიკურ ერთეულებს, რომელთა რეკომბინაცია ევოლუციის მსვლელობისას იწვევს ახალი გენების და შესაბამისად ახალი ცილების წარმოქმნას. ეგზონები გენის სტრუქტურაში მონაცვლეობენ სხვა ფრაგმენტებთან — ინტრონებთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]