შინაარსზე გადასვლა

დუჟიანისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუჟიანისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Cercopidae

დუჟიანისებრნი (ლათ. Cercopidae) — მწერების ოჯახი თანაბარფრთიანისნაირთა რიგისა. აქვს 3-10 მმ სიგრძის ყავისფერი ან მწვანე, ზოგჯერ ლაქებიანი სხეული. ოჯახში 3 ათასამდე სახეობაა. გავრცელებულია ყველა მატერიკზე. საქართველოში 10 სახეობაა. ყველაზე ხშირად გვხვდება მურყნის დუჟიანა (Aphrophora alni) და ჩვეულებრივი დუჟიანა (Philaenus spumarius). ზრდასრული დუჟიანისებრნი კარგად ფრენენ და დახტიან; მატლი ნაკლებმოძრავია და თავისივე გამოყოფილ ქაფში ცხოვრობს. დუჟიანისებრნი იკვებებიან მცენარეთა წვენით.