დრიოპითეკები (Dryopithecinae) (ბერძნ. drys — ხე და pithekos — მაიმუნი), ნამარხი ადამიანის მსგავსი მაიმუნების ქვეოჯახი. დრიოპითეკების ნაშთები (ქვედა ყბები, კბილები, კიდურების ძვლები) ნაპოვნია დასავლეთ ევროპის, აფრიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (ინდოეთი) მიოცენურ და პლიოცენურ დანალექ ქანებში. ზოგი ავტორის აზრით, დრიოპითეკებს შორის იყვნენ თანამედროვე ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და ადამიანის წინაპრებიც.