დრაგინია ვუკსანოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დრაგინია ვუკსანოვიჩი
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1978(1978-04-07) (45 წლის)
დაბადების ადგილი ბარი
მოქალაქეობა  მონტენეგრო
განათლება მონტენეგროს უნივერსიტეტი

დრაგინია ვუკსანოვიჩი (მონტენ. Draginja Vuksanović; დ. 7 აპრილი, 1978, ბარი) — მონტენეგროელი იურისტი, პოლიტიკოსი და მონტენეგროს უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. 2012 წლიდან მონტენეგროს პარლამენტის წევრი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი პრეზიდენტი. 2018 წელს გახდა პირველი ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი მონტენეგროს ისტორიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1978 წლის 7 აპრილს, ქალაქ ბარში. 2000 წელს ვუკსანოვიჩმა დაამთავრა მონტენეგროს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 2005 წელს გახდა სამასრთლის მაგისტი, ხოლო 2011 წელს მონტენეგროს უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი. ის მუშსაობს სამართლის ფაკულტეტისა და დრამატული ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორად, მონტენეგროს უნივერსიტეტში. ვუკსანოვიჩი ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, აგრეთვე ერკვევა იტალიურ და ესპანურ ენებში. ჰყავს მეუღლე, ივიკა სტანკოვიჩი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრაგინია ვუკსანოვიჩი არის მონტენეგროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მონტენეგროს პარლამენტის წევრი 2012 წლის 14 ოქტომბრიდან.[1] 2018 წლის მარტში ვუკსანოვიჩმა განაცხადა რომ აპირებდა მონაწილეობა მიეღო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ის წარადგინა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, მის კანდიდატურას მხარი აგრეთვე დაუჭირა პოლიტიკურმა პარტია „დემოსმა“. ამით ვუკსანოვიჩი გახდა პირველი ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი მონტენეგროს ისტორიაში.[2] ვუკსანოვიჩმა არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა და ხმათა 8,2% მიიღო (27 441 ხმა).

2019 წლის 29 ივნისს ვუკსანოვიჩი აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტად, რითაც გახდა პირველი ქალი ქვეყნის ისტორიაში რომელმაც ასეთი პარტიული თანამდებობა დაიკავა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენები დაბალი შედეგების გამო, დრაგინია ვუკსანოვიჩი პარტიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა პარტიამ მხოლოდ 12 835 ხმა მიიღო, რაც ხმათა 3,14 %-ს შეადგენდა. პარტიამ პარლამენტში მხოლოდ ორი მანდატი მოიპოვა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Draginja Vuksanović - Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-19. ციტირების თარიღი: 2021-05-29.
  2. Vuksanović poručila da neće odustati od kandidature დაარქივებული 2018-04-14 საიტზე Wayback Machine. , Vijesti, 21 March 2018, Retrieved 2020-12-30.
  3. Draginja Vuksanović Stanković od danas na čelu SDP-a