შინაარსზე გადასვლა

დინოცერასები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დინოცერასები (ლათ. Dinocerata), ნამარხი ძუძუმწოვრების რიგი. გვხვდება აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის პალეოგენურ ნალექებში. უძველესი დინოცერასები დათვის ზომისა იყვნენ, მოგვიანონი კი სპილოსი. ზოგი დინოცერასების ქალას 3 წყვილი რქისებრი წანაზარდი ჰქონდა (გვიანდელი ამერიკული ფორმები), ზოგს კი მეტად შემსვილებული ცხვირის ძვლები (გვიანდელი აზიური ფორმები). დინოცერასებს ჰქონდათ სუსტად განვითარებული თავის ტვინი და პრიმიტიული აგებულების კბილები რამაც ძირითადად განაპირობა მათი ამოწყდომა. ცხოვრობდნენ წყლის პირას. იკვებებოდნენ რბილი მცენარეებით.

  • ქსე, ტ. 3, გვ. 558, თბ., 1978