დინამიკური პროგრამირება
იერსახე
დინამიკური პროგრამირება — როგორც მათემატიკური ოპტიმიზაციის, ასევე კომპიუტერული პროგრამირების მეთოდი. მისი ზოგადი პრინციპები პირველად შეიუმუშავა ამერიკელმა მათემატიკოსმა რიჩარდ ბელმანმა 1940-იან წლებში და ეს მეთოდი წარმოადგენს რთული ამოცანის მარტივ ქვე-პრობლემებად დაყოფას რეკურსიული გზით. დინამიკური პროგრამირების ცნობილი მაგალითებია ფლოიდ-ვორშელისა და ბელმან-ფორდის უმოკლესი გზების პოვნის ალგორითმები.