დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა
იერსახე
დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ვაკის რაიონი |
უბანი | ვაკე |
წინა სახელები | სამგორის ქუჩა |
დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (ვაკე); ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ტიციან ტაბიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. მანამდე აქ იდგა აგურის ქარხნები, რაც ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზეც. შემდეგ სამგორის ქუჩა დაერქვა. 1953 წელს დიმიტრი არაყიშვილის სახელი ეწოდა. აქვს 1 ჩიხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 20, ISBN 978-99928-20-35-3.