დიდი ალბანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ალბანეთის რუკა

დიდი ალბანეთი (ალბ. Shqipëria Etnike) – პანალბანური იდეა, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ტერიტორიის გაერთიანებას, სადაც განსახლებულია ალბანელთა ეთნოსის წარმომადგენლები. აღნიშნული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკების ტერიტორიაზე.

დიდი ალბანეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო მაკედონიის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორია, სერბეთის სამხრეთი ტერიტორიები და ჩერნოგორიის სამხრეთი ნაწილი. არაოფიციალური ცნობების მიხედვით დიდი ალბანეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო ჩრდილოეთ საბერძნეთის ტერიტორიებიც, სადაც პრაქტიკულად აღარ დარჩა ალბანური მოსახლეობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]