დე იურე
იერსახე
დე იურე (კლასიკ. ლათ. de iure) — გამოთქმა, რომელიც ნიშნავს „კანონზე დაყრდნობით“, პარალელურად არსებობს გამოთქმა დე ფაქტო — „ფაქტობრივად“.
ეს ტერმინები გამოიყენება პოლიტიკურ სიტუაციებში. მაგალითად რაიმე პრაქტიკა შეიძლება არსებობდეს დე ფაქტო, სადაც ხალხი/საზოგადოება მისდევს გარკვეულ პრინციპს/შეთანხმებას როგორც კანონს, თუმცა სამართლებრივად ამგვარი კანონი არ არსებობს. მეორე მხრივ, რაიმე პრაქტიკა შეიძლება არსებობდეს დე იურე, თუმცა საზოგადოების მიერ ცნობილი/აღიარებული არ იყოს.