შინაარსზე გადასვლა

დარვინის დემონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარვინის დემონი — აზრითი ექსპერიმენტი, რომელსაც შემოყავს ჰიპოთეტური ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია შეგუებულობის ერთდროულად ყველა ასპექტის მაქსიმალურად გამოყენება და რომელიც იარსებებდა, ევოლუცია რომ სახეობებს არაფრით ზღუდავდეს. ასეთი ორგანიზმები დაბადების შემდეგ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას იპოვიდნენ მეწყვილეებს შესაჯვარებლად და წარმოქმნიდნენ უსასრულო ოდენობის შთამომავლობას[1]. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ორგანიზმები არ არსებობენ, ბიოლოგები დარვინის დემონს იყენებენ აზრით ექსპერიმენტებში, რათა სხვადასხვა სახეობის განვითარების ისტორიაში ცხოვრებისეული სტრატეგიები გაიგონ და აჩვენონ, რომ ორგანიზმებს გარემო პირობებთან ადაპტაციისას კომპრომისებზე წასვლა უწევთ.[2].

დარვინის დემონს სახელი ეწოდა ბრიტანელი ნატურალისტისა და ევოლუციური თეორიის შემქმნელის — ჩარლზ დარვინის პატივსაცემად. აზრითი ექსპერიმენტი და დარვინის დემონის კონცეფცია 1979 წელს რიჩარდ ლიმ შემოგვთავაზა[3][1]. სახელწოდება შეირჩა ცნობილი მაქსველის დემონის ანალოგიით.[4][5].

  • Silvertown, J. W. «Demons in Eden: The Paradox of Plant Diversity», Chicago: University of Chicago Press, 2005
  1. 1.0 1.1 R. Law: Optimal Life Histories under age-specific Predation (The American Naturalist 114, 1979, S. 399-417.)
  2. N. H. Barton: Evolution. CSHL Press, 2007, ISBN 0-87969-684-2 S. 557
  3. R. Ferrière u. a.: Evolutionary conservation biology. Cambridge University Press, 2004, ISBN 0-521-82700-0
  4. J. C. Maxwell: Theory of Heat. Longmans, Green and Co, London, 1908
  5. O. Leimar: Evolutionary change and Darwinian demons. დაარქივებული 2007-04-17 საიტზე Wayback Machine. (Selection 2, 2001, S. 65-72.)