დავით დავითაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით შოთას ძე დავითაია (დ. 11 აგვისტო, 1938, სენაკი) — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

1976-1986 წლებში იყო საქართველოს ნაკრების, 1986-1992 წლებში — ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების მთავარი მწვრთნელი, 1976-1986 — საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი; არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი; იტალიის, რუმინეთის, თბილისის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება (1990), საქართველოს ღირსების ორდენი. მისი აღზრდილები არიან იოსებ ბერიშვილი, ნუგზარ წურწუმია, ბადრი ხასაია და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]