ნუგზარ წურწუმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნუგზარ წურწუმია
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ნუგზარ წურწუმია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1997 (1997-02-25) (22 წლის)
დაბ. ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სიმაღლე 160 სმ
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული

ნუგზარ წურწუმია (დ. 25 თებერვალი, 1997) — ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი (2019), ასევე მსოფლიოსა (2018) და ევროპის (2018) ჩემპიონატების ბრანჯაოს პრიზიორი.

სპორტული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს გახდა ჭაბუკებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. 2015 წელს, ახალგაზრდებს შორის მოიპოვა მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს სინჯის მედლები. მომდევნო 2016 წელს, ახალგაზრდებს შორის გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. 2018 წელს, 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

2018 წლიდან გამოდის საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მთავარ ნაკრებში. სადებიუტო წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები აიღო. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 55 კგ. წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ ოთხი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]