შინაარსზე გადასვლა

გრიგორ მაგისტროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგორ მაგისტროსი, პაჰლავუნი, ბჯნეცი (გ. 1058 ან 1059) — სომეხი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. ბიზანტიის მიერ ანისის სამეფოს დაპყრობის შემდეგ მესოპოტამიაში გადასახლდა და მისი მმართველი (დუკა) გახდა. ებრძოდა თონდრაკელებს. სამხედრო დამსახურებისათვის მიიღო ბიზანტიის მაგისტრის ტიტული. მის სახელს უკავშირებენ ბიჯნისსა და ტარონში სასწავლებლების დაარსებას, აგრეთვე რამდენიმე ეკლესია-მონასტრის აგებას სომხეთში. მისი მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპისტოლარული კრებული, რომელშიც გადმოცემულია ავტორის ფილოსოფიური შეხედულებები და დაცულია მნიშვნელოვანი ცნობები XI საუკუნის სომხეთის პოლიტიკისა და კულტურის ისტორიიდან. მასვე მიეწერება რამდენიმე საგალობელი, გრამატიკის კომენტარები, პლატონის დიალოგების, ევკლიდეს „გეომეტრიის“ თარგმანები და სხვა.

  • Чалоян В. К., Развитие философской мысли в Армении (Древний и средневековыч период), М., 1974;