გრაიები
იერსახე
გრაიები (Graiai — „დედაბრები“) — სიბერის ქალღმერთები, ფორკინის ასულები, დრაკონ ლადონას და ჰესპერიდების დები, აგრეთვე გორგონების დები და გუშაგები. ჰესიოდე ორს იცნობს, ლამაზღაწვიანებს, მაგრამ დედის მუცლიდანვე ჭაღარებს. V საუკუნიდან სამს ასახელებენ: პეფრედო, ენიო, დეინო. სამივეს ერთი კბილი და ერთი თვალი აქვთ, რასაცმორიგეობით ხმარობენ. პერსევსმა მოხერხებით წაართვა თვალი და აიძულა გზა ესწავლებინათ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი აკ. — „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983