შინაარსზე გადასვლა

გოჯი ბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lycium barbarum (ტიბეტური goji berry)
Lycium chinense (ჩინური wolfberry)

გოჯი ბერი (ლათ. Licium Barbarum იგივე goji berry ან WolfBerry; ჩინ.: 枸杞) — Lycium barbarum-ის ან Lycium chinense-ის ტკბილი ნაყოფი, თეთრეკალას ორი მჭიდროდ მონათესავე სახეობა ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა[1].

L. barbarum და L. chinense ხილი მსგავსია, მაგრამ შეიძლება გამოირჩეოდეს განსხვავებული გემოთი და შაქრის შემცველობით[2].

მის შესახებ პირველი ინფორმაცია, გხვედება დაახლოებით 4000 წლის წინ შანის დინასტიის ჩინურ ხელნაწერში, ხოლო მისი სამკურნალო თვისებები „სიცოცხლის ხის“ სახელით აღიწერა „სიმღერების წიგნში“ 2000 წლის წინ.

ჩანაწერებიდან ირკვევა, გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. მონასტრის სიახლოვეს, რამდენიმე წყაროსთან იზრდებოდა ეს მცენარეები, თუმცა ჩიტების გარდა არავინ აგემოვნებდა, თუმცა მწიფე ნაყოფი წყაროში ცვიოდა და სვამდნენ რა ამ წყალს, ბერებმა აღმოაჩინეს მისი მრავალი სასარგებლო თვისება.

მთის მონასტრიდან, თანდათან გოჯის გამდმორგვა, სულ უფლა დაბლა ხდებოდა, მალე იმპერატორის და ჩინეთის არისტოკრატიის ბაღებშიც გამოჩნდა. კულტურაზე მებაღეების არაერთი თაობა მუშაობდა, საუკუნეების მანძილზე ხდებოდა მისი სელექცია.

2000 წლიდან, გოჯი ბერი და მისგან მიღებული პროდუქტები გავრცელდა განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ჯანსაღი საკვები და ალტერნატიული მედიცინის საშუალება.

გოჯი ბერი არის მარადმწვანე ბუჩქი. მცენარის სიმაღლე აღწევს 3-3.5 მეტრს. ზევიდან ქვევით დაკიდებული ტოტები დაფარულია ნაცრისფერი კანით და ეკლებით. ფოთლები უბრალოა და აქვთ ელიფსის ფორმა.

გოჯის ყვავილები თეთრია და გადაჰკრავთ ვარდისფერი. მწიფე გოჯის ნაყოფის ფორმა არის წაგრძელებული და აღწევს 1.5-2.0 სმ-ს. ნაყოფი საკმაოდ წვნიანია და შეიცავს საშუალოდ 10-30 წვრილ თესლს. ნაყოფის ფერი არის მოწითალო-მარჯნისფერი.

ყვავილობს მაისიდან-სექტემბრის ჩათვლით, ნაყოფიერება ივნისიდან-ოქტომბრის ჩათვლით, მცენარე საშუალოდ უძლებს -25°C – 40°C ტემპერატურას.

გოჯი ბერის 40-მდე სახობა არსებობს. აქედან მხოლოდ 2-ს (ჩინური, ტიბეტური) აქვს მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულება.

შემცველობა და სასარგებლო თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოჯი ბერი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი მცენარეა და ჩინურად დღეგრძელების ნაყოფს ნიშნავს. მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

ვიტამინები: B1, B2, B6, E, C, კაროტინი

მიკრო ელემენტები: რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, კობალტი, კადმიუმი, გერმანიუმი.

ანტიოქსიდანტები: ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი.

პოლისაქარიდები: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4. პოლისაქარიდები რთული ნახშირწყლებია და წარმოადგენენ ენერგიის ძირითად წყაროს, არ არის არცერთ სხვა საკვებ პროდუქტში, ორგანიზმში ისინი წარმოქმნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად.

ამ ჯიშის კენკრას ადამიანის ორგანიზმზე მრავალი დადებითი თვისებები ახასიათებს, როგორიცაა: მხედველობის გაუმჯობესება, მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტური მუშაობა, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად.

ამასთან ერთად ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულსისძარღვთა და სხვა დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ.

ნაყოფი აუცილებლად კარგად უნდა დამწიფდეს, ნაყოფის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ამიტომ მოსავლის აღებისას ჩაიცვით ხელთათმანები. ბუჩქის ქვეშ დააფინეთ ცელოფანი და ნაყოფი ჩამოყარეთ.

ნაყოფის მოცემა იწყება 2-3 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Flint, Harrison Leigh (1997) „Lycium barbarum“, Landscape plants for eastern North America: exclusive of Florida and the immediate Gulf Coast. Chichester: John Wiley & Sons, გვ. 326. ISBN 978-0-471-59919-7. 
  2. Lee, HW; Kim, YH; Kim, YH; Lee, GH; Lee, MY (2014). „Discrimination of Lycium chinense and Lycium barbarum by taste pattern and betaine analysis“. International Journal of Clinical and Experimental Medicine. 7 (8): 2053–9. ISSN 1940-5901. PMC 4161546. PMID 25232386.