გოგოლესუბნის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოგელესუბნის განძი — გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XII-XI სს.) სპილენძის ნივთების განძი. აღმოჩენილია მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას, სოფელ გოგოლესუბანში, საჯვარეს გორზე. განძი აღმოაჩინა ლუკა დიმიტრის ძე სიხარულიძემ 1944 წელს. ნიკო ბერძენიშვილის მითითებით განძი შეისწავლა ტარიელ ჩუბინაშვილმა. აქ ნაპოვნი კოლხური ტიპის მახვილყუიანი ცული, სამაჯური, სპილენძის 14 ზოდი (წონა 17,200 კგ) ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უნდა იყოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბილისი, 1965;
  • ჩუბინიშვილი ტ., სოფ. გოგოლესუბანში გვიანი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კომპლექსის აღმოჩენის გამო, «მიმომხილველი», 1949, ტ. 1; გვ. 289-296