გერმანიის ლიგის თასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერმანიის ლიგის თასი
დაარსდა 1972
გაუქმდა 2007
რეგიონი გერმანიის დროშა გერმანია
გუნდების რაოდენობა 6
ყველაზე ტიტულ. გუნდი „ბაიერნი“ (6-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული „ბაიერნი“ (6-ჯერ)

გერმანიის ლიგის თასი (გერმ. DFL-Ligapokal) — საფეხბურთო გათამაშება გერმანიაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 6 გუნდი — გერმანიის ბუნდესლიგის წინა სეზონში პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდები, მეორე ბუნდესლიგის და გერმანიის თასის გამარჯვებულ გუნდებთან ერთად. ტურნირი დაარსდა 1972 წელს, თუმცა რეგულარულად მხოლოდ 1997 წლიდან ტარდებოდა. გერმანიის ლიგის თასის ბოლო გათამაშება ჩატარდა 2007 წელს.

გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც 6-ჯერ მოიგო ტიტული. „ბაიერნი“ ასევე გერმანიის ლიგის თასის უკანასკნელი გამარჯვებულია.

ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თასი
წელი გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული
1972–73 ჰამბურგი (1) 4–0 ბორუსია მენხენგლადბახი
1974–1996 არ გათამაშდა
1997 ბაიერნი (1) 2–0 შტუტგარტი
1998 ბაიერნი (2) 4–0 შტუტგარტი
1999 ბაიერნი (3) 2–1 ვერდერი
2000 ბაიერნი (4) 5–1 ჰერტა
2001 ჰერტა (1) 4–1 შალკე 04
2002 ჰერტა (2) 4–1 შალკე 04
2003 ჰამბურგი (2) 4–2 ბორუსია დორტმუნდი
2004 ბაიერნი (5) 3–2 ვერდერი
2005 შალკე 04 (1) 1–0 შტუტგარტი
2006 ვერდერი (1) 2–0 ბაიერნი
2007 ბაიერნი (6) 1–0 შალკე 04

სტატისტიკა კლუბების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი გამარჯვებული დამარცხებული გამარჯვებული დამარცხებული
ბაიერნი 6 1 1997, 1998, 1999, 2000, 2004, 2007 2006
ჰერტა 2 1 2001, 2002 2000
ჰამბურგი 2 0 1973, 2003
შალკე 04 1 3 2005 2001, 2002, 2007
ვერდერი 1 2 2006 1999, 2004
შტუტგარტი 0 3 1997, 1998, 2005
ბორუსია მენხენგლადბახი 0 1 1973
ბორუსია დორტმუნდი 0 1 2003

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]