შინაარსზე გადასვლა

გასიმ აბდულაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გასიმ აბდულაევი
აზერ. Qasım Abdullayev

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1873
დაბ. ადგილი შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1927
გარდ. ადგილი შუშა, აზერბაიჯანის სსრ, ასფსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი მუღამი
საქმიანობა ჰანენდე

გასიმ იბრაჰიმ-ოღლუ აბდულაევი ანუ ზაბულ გასიმი (აზერ. Qasım İbrahim oğlu Abdullayev; დ. 1873, შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია — გ. 1927, შუშა, მყაო) — აზერბაიჯანელი მომღერალი-ჰანენდე, მუღამების შემსრულებელი.

გასიმ აბდულაევი დაიბადა 1873 წელს ქალაქ შუშაში.[1] სიცოცხლის ბოლო წლებში შუშის მუსიკალურ სკოლაში ის ასწავლიდა მუღამის ხელოვნებას, მუშაობდა ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარედ. გარდაიცვალა 1927 წელს შუშაში.[2]

გასიმ აბდულაევი, რომელიც ცნობილი იყო მუღამ „ზაბულუ“-ს განსაკუთრებულად კარგი შესრულებით, ხალხში მოიხსენიებოდა როგორც „ზაბულ გასიმი“.[3] ХХ საუკუნის დასაწყისში ზაბულ გასიმმა რამდენიმე კონცერტი ჩაატარა ბაქოში და პუბლიკის სიმპატიები დაიმსახურა.

ზაბულ გასიმი იყო არა მხოლოდ პროფესიონალი მომღერალი, ის ასევე იყო ცნობილი როგორც არტისტი. კომპოზიტორი ზულფუგარ ჰაჯიბეიოვმა პირველმა მიიწვია გასიმი სცენაზე და მის ხელოვნებას მაღალი შეფასება მისცა. კომპოზიტორის თხოვნით ზაბილ გასიმოვმა შეასრულა მეჯნუნის მამის როლი ოპერიდან „ლეილა და მეჯნუნი“, რომელიც 1913 წლის 7 აგვისტოს ქ. შუშის ზაფხულის კლუბში დაიდგა.[4]

1914 წელს Sport-Record-ის მოწვევით ზაბულ გასიმი თბილისში გაემგზავრა და ჩაწერა თავისი ხმა გრამფირფიტაზე.

  1. Энциклопедия Азербайджанского Мугама (ru). Баку: "Шарг-Гарб", გვ. 33. 
  2. O, “Zabul” oxuyanda xanəndələr qavalı yerə qoyardı... az. ციტირების თარიღი: 2020-02-15
  3. Firidun Şuşinski (1985). Azərbaycan xalq musiqiçiləri (az). Bakı: "Yazıçı", გვ. 18, 31. 
  4. Abdullayev Qasım İbraһim oğlu az. ციტირების თარიღი: 2020-02-15