განხილვა:ტრავერტინი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრავერტინის დიდი გამოსავლებია ეს რას ნიშნავს? --გუგბერა განხილვაწვლილი 17:12, 13 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ალბათ უნდა იყოს ტრავერტინი დიდი რაოდენობით მოიპოვება....ჯაბა ლაბაძე () 17:43, 13 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები ჯაბა--მიხეილ () 17:44, 13 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდაჯაბა ლაბაძე () 18:01, 13 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბატონებო ეხლა შევხედე განხილვას.

ზოგჯერ მიწისქვეშა ცხელი და ცივი წყაროები ღრმა ფენებში ხსნის კიროვან ქანებს და ამოაქვს (”გამოსავალი” არა პირდაპირი გაგებით, უბრალოდ თუნდაც გეოგრაფიული გაგებით) ზედაპირზე, რომელიც მსუბუქი ფოროვანი ქანის სახით ილექება. ფართო გაგებით ეს არის ტრავერტინი.

გამოსავლები არ არის შეცდომა და იგი ფართოდ იხმარება სამეცნიერო ლიტერატურაში. (მაგ;, მარუაშვილის, უკლებას, ჯავახიშვილის, საბაშვილის შრომებში და ა.შ.) (ანუ ჩემი გამოგონილი სიტყვა არ არი). ტრავერტინი არ არის ჩამოკიდებული ან მიმაგრებული ქანი, იგი როგორც სტატიაში ავღნიშნე გამოიყოფა მიწისქვეშა წყლებთან ერთად, ანუ იმ პუნქტს სადაც გამოდის ეს შემდგომ დამუშავებული ქანი არის ბუნებრივი გამოსავლები, ანუ როგორც დავუშვათ ”გაშიშვლება”, ქანების გაშიშვლება. ან დიაბაზის გამოსავლები და ბევრი სხვა. ხო ხვდებით. სპეციალური ტერმინია.

თუმცა მე ნამდვილად არაფერს არ მიშავებს სიტყვა ”მოიპოვება”.

ისე მაგარი ლამაზი რამეა ეგ ტრავერტინი.--Otogi განხილვაწვლილი 19:20, 13 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ოთო გასაგებია რასა ფიქრობდი, მაგრამ ეს სიტყვაც არასწორია. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება, რომ:

ვიკიციტატა
„გამოსავლები 1. რაც უნდა გამოავლონ ან გამოივლონ. 2. რასაც უნდა გამოავლონ.“

მე მგონი არცერთი არ ესადაგება. უფრო მართებული მგონია გამოსავალი იგივე ლექსიკონი ამ სიტყვას განამრტავს ასე: იგივეა რაც გამოსასვლელი. დამეთანხმები ეს უფრო წავა მოცემულ კონტექსტში. — ჯაბა ლაბაძე () 19:27, 13 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ტრავერტინები[წყაროს რედაქტირება]

კი ჯაბა პრობლემა არაა. კი მეც ვიცი ლექსიკონის მიხედვით რასაც ნიშნავს. უბრალოდ სამეცნიერო ლიტერატურაში არის მითითებული ეს ტერმინი ხო ხვდები, აქედან გამომდინარე პირდაპირი გაგებით არ უნდა მივიღოთ. ისევ ვიტყვი - ”გაშიშვლება” ლექსიკონის მიხედვით ხო ვიცით რაც არი და გეოლოგიაში მართლა სხვა რამეს ნიშნავს, სადაც ფართოდ იხმარება ეს სიტყვა.

მოკლედ გავარკვიეთ, იყოს ”მოიპოვება”, რო მკითხველმა უფრო ადვილად გაიგოს. აღარ გადავაკეთოდ.--Otogi განხილვაწვლილი 19:42, 13 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ოკ ოთო შევთანხმდით. — ჯაბა ლაბაძე () 19:46, 13 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]