განახლების ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განახლების ამაღლების ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში, გომარეთის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ისტორიული ზურტაკეტის ხეობაში. დმანისიდან დაშორებულია 27 კილომეტრით, ზღვის დონიდან 1340 მეტრზე მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელს განახლება ეწოდა 1949 წელს, მანამდე მას ერქუშაანთსოფელი ერქვა. XIX საუკუნეში აქ დასახლდნენ თურქეთიდან მოსული ბერძნები, რომლებმაც სოფელს ამბარლო დაარქვეს. გომარეთის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 1340 მეტრზე,

სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. მათ შორის VII-VIII საუკუნის ამაღლების ეკლესია და წმინდა ელიას ეკლესია - "ელიაობა".

ამაღლების ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლებს ამკობს დეკორატიული მორთულობა, რომლებიც აადგილობრივი ოსტატების მიერაა შესრულებული. ეკლესიას მთელ სიგრძეზემ სამხრეთიდან მიდგმული აქვს გვიანდელი მინაშენი, რომლის კედლის წყობაში გამოყენებულია საფლავის ქვები და ძველი კანკელის ფრაგმენტები. შენობა ნაგებია ქვის თარაზული წყობით.

მეორე ტაძარი წმინდა ელიას სახელობის, ეკლესიის სამხეთ კარის ბალავრის თავზე ამოკვეთილი ასაომთავრული წარწერის მიხედვით, რომელიც გვაწვდის საკმაოდ მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობას, ეკლესია აშენებულია 1032 წელს.

განახლების ამაღლების ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განახლების ეკლესიები. //ჟღერს ქვის ჰარმონია; ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 230-231

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]