შინაარსზე გადასვლა

ბიტოლის ისტორიული არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიტოლის ისტორიული არქივი
მაკედ. Историски архив - Битола

არქივის შენობის ფასადი
41°01′55″ ჩ. გ. 21°19′49″ ა. გ. / 41.03194° ჩ. გ. 21.33028° ა. გ. / 41.03194; 21.33028
დაარსდა 1954
ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
მდებარეობა ბიტოლის თემი
ოფიციალური საიტი [www.arhiv.gov.mk www.arhiv.gov.mk]
Map

ბიტოლის ისტორიული არქივი (მაკედ. Историски архив) — არქივი ქალაქ ბიტოლაში. დაარსდა 1954 წელს, როგორც მუნიციპალური არქივი. 1990 წლიდან მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის განყოფილება გახდა. ბიტოლის განყოფილების დაქვემდებარებაში შედის: ბიტოლის, დემირ-ჰისარის, მოგილის, ნოვაცისა და რესენის თემები, მთლიანობაში 195 მფლობელი[1]. ფილიალი განთავსებულია ახალ სპეციალიზებულ შენობაში „პირველი მაისის“ ბულვარში.

ბიტოლის ისტორიულ არქივში დაცული შუასაუკუნეების ივრითზე XIII საუკუნეში შესრულებული ბიტოლის ხელნაწერის ფრაგმენტი.

განყოფილების საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტოლაში არქივის დაარსების შესახებ გადაწყვეტილება, მიღებულია 1954 წლის 26 მაისს ბიტოლის რაიონის ეროვნული საბჭოს სხდომაზე.

განყოფილებას გააჩნია 916 ფონდი და 25 კოლექცია. ყვეკლაზე ძველი დოკუმენტი დათარიღებულია XIII საუკუნით (ძველი ებრაული ენის პერგამენტი). მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს ეხება, არქივში აგრეთვე არის 1944 წლამდე პერიოდის საარქივო მასალები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური მონაცემებით თემების შესახებ. სამკითხველოს აქვს 6 ადგილი მომხმარებლებისთვის და მათი საჭიროებისთვის შექმნილია ქსეროასლები.

ბიბლიოთეკაში განთავსებულია 3823 წიგნი, 163 დასახელების ჟურნალი და 155 დასახელების გაზეთი.

ბიტოლის ისტორიული არქივის გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემების კუთხით ბიტოლის განყოფილებას გამოქვეყნებული აქვს შემდეგი პუბლიკაციები:

  • „Зборник на паднати борци од НОВ од Битолска околија” 1957 წ.
  • „11 Март 1943“ по повод егзодусот на Битолските Евреи 1957 წ.
  • „Архив - Битола“ водич 1961 წ.
  • „Водич низ архивските фондови и збирки во Историскиот архив Битола“ 1978 წ.
  • „Зборник на одбрани документи за историјата на Битола 1941-1944“, 1984 წ. (2 წიგნი)
  • „Документи за ограбување на црквите“, 1985 წ.
  • Едицијата „Незаборавени“ за Трајан Велев - Гоце, Тодор Ангеловски - Строгов, 7 Македонска бригада и 9 дивизија, Елпида Караманди - Бисера, Киро Димитровски - Дандаро од 1986-1989 წწ.
  • „Спомени и биографии на илинденци“, 1993 წ

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2017-11-17.