ბილიანა პლავშიჩი
ბილიანა პლავშიჩი | |
სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ივლისი, 1996 – 4 ნოემბერი, 1998 | |
წინამორბედი | რადოვან კარაჯიჩი |
მემკვიდრე | ნიკოლა პოპლაშენი |
დაბადებული | 7 ივლისი, 1930 ტუზლა, იუგოსლავიის სამეფო |
პოლიტიკური პარტია | სერბთა რესპუბლიკის სერბების სახალხო კავშირი |
განათლება | ზაგრების უნივერსიტეტი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ბილიანა პლავშიჩი (სერბ. Биљана Плавшић; დ. 7 ივლისი, 1930, ტუზლა, იუგოსლავიის სამეფო) — სერბთა ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური მოღვაწე იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე. ბიოლოგი, პროფესორი.
1996-1998 წლებში იყო ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი.
2000-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებში გაასამართლა და მიუსაჯა 11 წლიანი პატიმრობა. გაათავისუფლეს 2009 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაციონალისტების გამარჯვების შემდეგ შევიდა სერბთა კოლექტიური პრეზიდენტიობის შემადგენლობაში. იყო ბოსნიელი სერბების რადოვან კარაჯიჩის ახლო თანამებრძოლი.
აქტიურად მონაწილეობდა 1992-1995 წლების ომში. მიიღო „რკინის ქალბატონის“ ტიტული 1994 წელს სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ გმირული წინააღმდეგობისათვის[1].
1996 წელს შეცვალა რადოვან კარაჯიჩი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მან თავისი ხანმოკლე პრეზიდენტობა სერბეთის ხელისუფლების შიდა წინააღმდეგობებში გაატარა: სერბთა რესპუბლიკის აღმოსავლეთი ნაწილი ცენტრით პალეში იყო კარაჯიჩის მომხრე, ხოლო დასავლეთი ნაწილი ცენტრით ბანია-ლუკა, მისი მომხრე იყო[2]. ამ წინააღმდეგობის დროს პლავშიჩს მხარი დაუჭირა საერთაშორისო ძალებმა. 1997 წლის არჩევნების შედეგად პლავჩიშმა ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა მილორად დოდიკის მეთაურობით[3].
1998 წლის არჩევნებში განიცადა მარცხი. პრეზიდენტი გახდა ულტრამემარცხენე ნიკოლა პოპლაშენი.
2001 წლის 11 იანვარს ბილიანა პლავშიჩი თავისი ნებით ჩაბარდა საერთაშორისო ტრიბუნალს ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე ჰააგაში. იგი დაადანაშაულეს სამხედრო დანაშაულში, გენოციდში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბოსნიის ომის დროს. 2002 წლის ბოლოს მან აღიარა ბოსნიის ომის დროს ჩადენილი დანაშაული. 2003 წლის 27 თებერვალს მიუსაჯეს 11 წელი. სასჯელს საკუთარი არჩევანით იხდიდა შვედეთის ქალთა კოლონია ხინსებერგში[4]. გაათავისუფლეს 2009 წლის 27 ოქტომბერს.
გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობს სერბეთში და აქვს სერბეთის მოქალქეობაც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Biljana Plavsic: Serbian iron lady“. BBC News. 2003-02-27.
- FitzPatrick, Patrick (2000-06-05). „It Isn't Easy Being Biljana“. Central Europe Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-19. ციტირების თარიღი: 2019-01-03.
- ICTY's page on Plavšić case
- Article in Serbian დაარქივებული 2012-03-03 საიტზე Wayback Machine. in Glas Javnosti
- BBC Profile On Biljana Plavšić დაარქივებული 2007-12-23 საიტზე Wayback Machine.
- Article and video in Swedish on Sveriges Television's website.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Биляна Плавшич. Истории Людей (30.11.2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-09.
- ↑ Энгельгардт Г. Н. Республика Сербская в Боснии и Герцеговине. Возникновение и эволюция (1990—2006 гг.). Диссертация на соискание ученой степени кандидата исторических наук. — М., 2015. — С. 168—169. Режим доступа: http://www.inslav.ru/sobytiya/zashhity-dissertaczij/2216-2015-engelgardt
- ↑ Энгельгардт Г. Н. Республика Сербская в Боснии и Герцеговине. Возникновение и эволюция (1990—2006 гг.). Диссертация на соискание ученой степени кандидата исторических наук. — М., 2015. — С. 171—176. Режим доступа: http://www.inslav.ru/sobytiya/zashhity-dissertaczij/2216-2015-engelgardt
- ↑ Биляна Плавшич выбрала шведский «санаторий», «Молодёжь Эстонии», 1.07.03