შინაარსზე გადასვლა

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლასიკური ჭიდაობა

ბერძნულ-რომაული ორთაბრძოლა (კლასიკური ჭიდაობა) — სპორტული ორთაბრძოლის სახეობა, რომლის ილეთები ეყრდნობა ხელებისა და ბეჭების მოქმედებებს (გამორიცხავს წელს ქვევით მოჭიდებას, ფეხის გამოდებას და მისთ.). ამ ჭიდაობის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბდა საფრანგეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

1896 წლიდან შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, 1904 წლიდან მსოფლიოს, ხოლო 1898 წლიდან კი ევროპის ჩემპიონატებში. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) დაარსდა 1912 წელს და მასში 120 ქვეყანაა გაერთიანებული.

საქართველოს ამ სახის ჭიდაობაში მრავალი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]