ბატონი 420
„ბატონი-420“ | |
---|---|
რაჯ კაპური ფილმში „ბატონი-420“ | |
დამდგმელი რეჟისორი | რაჯ კაპური |
პროდიუსერი | რაჯ კაპური |
სცენარის ავტორი | ხოჯა აჰმად აბასი |
როლებში |
რაჯ კაპური ნარგიზ დათი |
სტუდია | რ.კ.ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1955 |
ხანგრძლივობა | 168 წუთი |
ქვეყანა | ინდოეთი |
ენა | ჰინდი |
ბატონი-420 (ჰინ. श्री ४२०; ინგლ. Shree 420) — 1955 წლის ინდური კომედიურ-დრამატული ფილმი. რეჟისორი — რაჯ კაპური.
ფილმი გადაღებულია ხოჯა აჰმად აბასის ნაწარმოების მიხედვით. „420“-ში იგულისხმება ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსის 420-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს თაღლითობისთვის. შესაბამისად „ბატონი-420“ თაღლითების დამამცირებელი ტერმინია.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლელი ობოლი, მაგრამ განათლებული ბიჭი — რაჯი (რაჯ კაპური) ალაჰაბადიდან ბომბეიში ფეხით მიემგზავრება, რათა პატიოსანი გზით იშოვოს ფული. მას ღარიბი, მაგრამ კეთილსინდისიერი ვიდია (ნარგიზ დათი) შეუყვარდება. მალე ცხოვრება დიდ გამოცდას მოუწყობს. აღმოაჩინა, რომ პატიოსნებით და კეთილსინდისიერებით წარმატებას მიღწევას ვერ შეძლებდა. ის თაღლითების გავლენის ქვეშ ექცევა და თვითონაც „420“ ხდება. ვიდია ცდილობს რაჯის გამოსწორებას, მაგრამ დიდ წინააღმდეგობებს აწყდება.
„ბატონი-420“ ყველაზე პოპულარული ფილმი იყო ინდური ფილმებიდან მისი გამოსვლის მომენტში. სიმღერა „Mera Joota Hai Japani“ („ჩემი ფეხსაცმელები იაპონურია“), მუკეშის შესრულებით, პოპულარული და ახალი, დამოუკიდებელი ინდოეთის პარტიოტიზმის სიმბოლო გახდა.
მხოლოდ ინდოეთში 1955 წელს ფილმმა ₹39 მილიონი (2020 წლის 45 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) შემოსავალი მოიტანა. აქედან სუფთა მოგება ₹20 მილიონი (2020 წლის 23 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) იყო. ფილმმა „ბლოკბასტერის“ სტატუსი მიიღო და ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსს 2 წელი ინარჩუნებდა. ეს რეკორდი 1957 წელს „დედა ინდოეთმა“ მოხსნა.
ყოფილ საბჭოთა კავშირში „ბატონი-420“ 1956 წელს გამოვიდა (დუბლირებული გორკის სახელობის კინოსტუდიის მიერ) და იმ წელს მეორე ფილმი იყო კინოგაქირავებაში. იმის მიუხედავად, რომ უჩვეულოდ მაღალ ფასად იქნა შეძენილი, ფილმი ყველაზე პოპულარული უცხოური ფილმი გახდა, რომელმაც 35 მილიონზე მეტი მაყურებელი მოაგროვა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი — რადხუ კარმაკარი
- საუკეთესო მონტაჟი — გ. გ. მაიეკარი
- ეროვნული კინოპრემია — საპატიო სიგელი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის ჰინდის ენაზე
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რაჯ კაპური — რანბირ რაჯი
- ნარგიზ დათი — ვიდია შასტრი
- ნადირა — მაია
- ნემო — სონაჩანდ დხარმანანდი
- ლალიტა პავარი — განგა მაი
- იფტეკარი — პოლიციის ინსპექტორი
- ჰარი შიფდასანი — პხილაჩანდი
- ნანა პალსიკარი — მოთამაშე
- ბუდო ადვანი — ვიდიას მამა
- მ. კუმარი — მაწანწალა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბატონი 420“ ვიკისაწყობში.
- „ბატონი-420“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Shree 420
- Shree 420: Raj Kapoor's masterpiece